www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი შესყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

კომპანია "გორგია" დაარსდა 1998 წელს და დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა.
კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

2017 წელს იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა.

თბილისის ფილიალში ცხადდება სტაჟიორების მიღება შესყიდვების დეპარტამენტში.

სტაჟირების პროგრამის ხანგრძლივობა 3-6 თვე (შემდგომი დასაქმების შესაძლებლობით).
პროგრამის ფარგლებში სტაჟიორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ და ჩაერთონ შესყიდვების დეპარტამენტის სამუშაო პროცესებში.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (სტუდენტებისთვის შეთანხმებით)

ძირითადი მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან ახლად კურსდამთავრებულები (სასურველი სფერო: ბიზნესის მართვა, მენეჯმენტი, მათემატიკა);
** Excel-ის პროგრამის ცოდნა;
** უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური ან თურქული).

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** შედეგებზე ორიენტირებული
** განვითარებაზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru