www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი მარკეტინგის მენეჯმენტში
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 11 აპრილი

მარკეტინგის მენეჯმენტი

ტრენინგის მიზანია მსმენელს აუხსნას მარკეტინგის ზოგადი არსი, მისი ფუნქცია ბიზნესში, აგრეთვე მარკეტინგის როლი სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მსმენელები გაეცნობიან მარკეტინგული ქვე დისციპლინების მნიშვნელობასა და საქართველოს ეკონომიკის რეალობასთან მისადაგებული სხვადასხვა მარკეტინგული ტაქტიკის შედარებით ანალიზს.

ტრენინგის მეორე ნაწილი მოიცავს მარკეტინგული კვლევების ჩატარების აუცილებლობას თითოეული კომპანიის წინსვლისათვის. კვლევის სახეების, სამიზნე ჯგუფების შერჩევას, აგრეთვე კვლევის ბიუჯეტისა და ანგარიშის წარდგენას. ტრენინგი განკუთვნილია ბიზნესის სფეროში მოღვაწე დაინტერესებული პირებისათვის, რომელთაც აქვთ ურთიერთობა მომხმარებელთან, აინტერესებთ ბაზრის მოპოვებაზე ორიენტირებული სტრატეგიული დაგეგმარება, ან უბრალოდ ზრუნავს კლიენტების კმაყოფილების ხარისხსა და შენარჩუნებაზე.

ტრენინგის თემატიკა:

** მარკეტინგი და მარკეტინგული პროცესების განსაზღვრა; მარკეტინგული გარემო;
** სამომხმარებლო გარემო და მისი გავლენა კლიენტის კმაყოფილებასა და შენარჩუნების ხარისხზე;
** ბაზრის მოპოვებაზე ორიენტირებული სტრატეგიული დაგეგმარება და ფასწარმოქმნის სტრატეგია;
** მარკეტინგული მიქსის ჩამოყალიბება;
** ახალი პროდუქტის შექმნა, განვითარება და მისი სასიცოცხლო ციკლი;
** რეკლამა; საზოგადოებასთან ურთიერთობა;
** გაყიდვების მხარდაჭერა და მარკეტინგული კომუნიკაციის არხები;
** ბრენდინგი;
** კვლევების მიზნისა და ამოცანების განსაზღვრა;
** სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და მონაცემთა მოგროვებს ინსტრუმენტები;
** კვლების სახეები, მისი დაგეგმვის ეტაპები და შერჩევის მეთოდების განსაზღვრა;
** კვლევის ბიუჯეტირება და ანგარიშის წარდგენა.

ტრენერი: სულხან ლაცაბიძე.

მარკეტინგის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. სადაზღვეო და საბანკო სფეროებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. დაამთავრა კავკასიის ბიზნეს სკოლა მარკეტინგის განხრით, არის ლონდონის კომერციის სკოლის და უელსის უნივერსიტეტის მაგისტრი. იყო "საქართველოს ლატარიის კომპანიის" მარკეტინგის მენეჯერი. 2014 - 2016 წწ. "Caucasus Online" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი. 2016 წლის სექტემბრიდან "ვისოლ ჯგუფის" მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი. 2011 წლის მარტიდან ასწავლის მარკეტინგის ვრცელ კურსს "IBSU - ტრენინგ ცენტრსა" და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე.

ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=19tyyvEedFo

ტრენინგის ხანგრძლივობა: 22 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 320 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ნაწილად).
ტრენინგის დაწყების თარიღი: 13 აპრილი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა: 11 აპრილი
ტრენინგი ტარდება კვირაში სამჯერ: სამშაბათი/ხუთშაბათი: 19:30
სასწავლო მასალები უფასოა, შედის სწავლის ღირებულებაში.

კურსის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორენოვან სერთიფიკატს, ქართულ და ინგლისურ ენაზე.

საბანკო რეკვიზიტები:

ს.ს. "თიბისი ბანკი"
კოდი: GE52TB7505036080100001
საიდ. კოდი: 229 275 405

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

** ტრენინგ ცენტრის კურსდამთავრებულთათვის, ყოველი მომდევნო ტრენინგი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით;
** ერთი ორგანიზაციიდან ორი ან ორზე მეტი ადამიანის მონაწილეობის შემთხვევაში, თითოეული მონაწილე ისარგებლებს 15%-იანი ფასდაკლებით;
** ოჯახის წევრებზე ვრცელდება 15%-იანი ფასდაკლება.

დარეგისტრირდი აქ: http://www.trainings.ibsu.edu.ge/index.php/2013-10-02-11-29-33

"IBSU Training Center"
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. 2, თბილისი 0131
ტელ/ფაქსი: (+995 32) 59 50 09 (130)
მობილური: (+995) 99 16 34 36
ელფოსტა: training@ibsu.edu.ge
ვებ-გვერდი: http://www.trainings.ibsu.edu.ge/
Facebook: http://www.facebook.com/www.ibsu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru