www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხატვის პედაგოგი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 13 აპრილი

"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას ხატვის პედაგოგის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: 4600 ქუთაისი, ახალგაზრდობის მე-3 შეს. ჰ.გმაინერის ქ;
პროექტის ხანგრძლივობა: 8 თვე;
სამუშაო საათები განისაზღვრება საჭიროების მიხედვით კვირაში მაქსიმუმ 9 სთ;
ხელშეკრულების ფორმა: მომსახურების ხელშეკრულება;
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 ვაკანტური ადგილი

ძირითადი მოვალეობები:

** პიროვნების ზოგადი კულტურის ფორმირებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა;
** სწავლა სწავლების სხვადასხვა მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრული ძირითადი გამჭოლი კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა;
** სასწავლო უნარების დაქვეითების მქონე მოსწავლეებისათვის განმავითარებელი აქტივობების განხორციელება;
** სივრცითი წარმოდგენების, დაკვირვების უნარის, მხედველობითი მეხსიერების და ხელის მოტორიკის განვითარება;
** შრომითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
** საკომუნიკაციო უნარების განვითარება;
** სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.
** შემოქმედებითი აზროვნებისა და გაგების უნარის განვითარება;
** ბავშვების ემოციური სტაბილურობაზე გათვლილი სასწავლო აქტივობების განხორციელება;
** ბავშვების შემოქმედებითი გამოფენების ორგანიზება და საზოგადოებისათვის წარდგენა;
** ბავშვის უფლებების კონვენციის განუხრელი დაცვა;
** ნიჭიერი ბავშვების გამოვლენა და შემდგომი სოციალური თანხლება;
** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება გაწეული მუშაობის თაობაზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** დიპლომირებული სპეციალისტი
** აქვს დარგის მთავარი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა, რაც პროფესიული საქმიანობისა და პიროვნული განვითარების საფუძველია; აცნობიერებს პროფესიულ პასუხისმგებლობასა და სათანადო ეთიკურ ნორმებს.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: xatuna.gogidze@sos-kd.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru