www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე - თელავი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

მზარდი, განვითარებადი კომპანია შპს "ჯიბე" წარმოადგენს საქართველოში ნომერ პირველ "cash and carry" ფორმატის საბითუმო ჰიპერმარკეტების ქსელს. კომპანია 2010 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს ბაზრის მომარაგებას პირველადი მოხმარების პროდუქციით და მულტინაციონალური ბრენდებით. კომპანია უკვე ფლობს 12 ობიექტს საქართველოს მასშტაბით და უახლოეს მომავალში აპირებს ქსელის განვითარებას და გაფართოებას არამარტო თბილისში, ასევე რეგიონებშიც.

ვაკანსიის დასახელება: მოლარე
სამუშაო ადგილი: თელავი

ძირითადი მოვალეობები:

** რეალიზაციის აღრიცხვა პროგრამაში
** სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობა
** სალარო აპარატის გამართულობის უზრუნველყოფა
** ფულის დაცულობის უზრუნველყოფა
** თაღლითობის გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება
** დადგენილი პერიოდულობით სალაროში არსებული თანხის გადათვლა და აღრიცხვა
** ფინანსური გადაცდენის შემთხვევაში მენეჯმენტის დროული ინფორმირება
** მაღაზიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვა.

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია Apex-ში მუშაობის გამოცდილება.

თანამდებობისთვის აუცილებელი კომპეტენციები:

** მომხმარებელზე ფოკუსირება
** მოწესრიგებულობა
** დეტალების მართვა
** რიცხვების ანალიზი
** მოთმინება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru