www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - HR შერჩევის მენეჯერი
მომწოდებელი: BePro
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

"BePro" აცხადებს ტრენინგ კურსს:

ტრენინგი HR შერჩევის მენეჯერი

ტრენინგი განკუთვნილია:

** HR-ის მიმართულებით (HR შერჩევის მენეჯერი ან უმცროსი მენეჯერი) დასაქმების მსურველთათვის
** მიკრო, მცირე და საშუალო კომპანიებში მომუშავე HR-ებისთვის, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით
** მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელთათვის რომლებიც ჩართულნი არიან თანამშრომელთა შერჩევის პროცესში
** საკითხით დაინტერესებულ პირთათვის

ტრენინგის შინაარსი:

** შერჩევის პროცესების აღწერა
** შერჩევის პროცესის დაგეგმვა
** შერჩევის მეთოდები
** თანამედროვე გამოწვევები
** ტრენინგზე გამომუშავებული უნარები:
** კადრების შეფასება, შერჩევა, ანალიზი

ტრენინგის ფორმატი:

ტრენინგის ხანგძლივობა - 16 საათი
შეხვედრის დღეები - ოთხშაბათი, ხუთშაბათი
შეხვედრის რაოდენობა - 8
შეხვედრის დრო - 19:00-21:00 საათების პერიოდში

ტრენინგზე მოხვედრისთვის საჭიროა:

CV-ს გამოგზავნა - ელექტრონული რეგისტრაციით http://registration.bepro.com.ge/, Facebook-ის https://www.facebook.com/bepro.com.ge/?ref=aymt_homepage_panel, მეილის მეშვეობით registration@bepro.com.ge ან მატერიალური ფორმით წარმოდგენა. IQ ტესტის ზღვრული მინიმუმის გადალახვა

საფასური:

I კალათა - 450 ლარი
II კალათა - 550 ლარი

კალათებში გადანაწილების წესი - ჯგუფში მოხვედრილი ადამიანების მთელი რაოდენობის პირველი ნახევარი, CV-ის წარმოდგენის დროის მიხედვით ხვდება I კალათაში, ხოლო დანარჩენი II კალათაში.

გადახდის ფორმა:

** წინასწარ სრულად გადახდა
** განვადებით (მაქსიმუმ 1 წლიანი უპროცენტო საბანკო განვადება, ბანკის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წლიური 24%-იანი განვადებით)
** იურიდიულ პირებზე ვრცელდება მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განვადების პროექტი.

ტრენერი:

თეა მახარაძე - სს "ბანკი რესპუბლიკას" HR ბიზნეს პარტნიორი, სადაზღვევო სექტორში (სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი") 10 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე, ტრენერი როგორც სადაზღვევო, ასევე, პიროვნული უნარ-ჩვევების მიმართულებით. გამორჩეული პოზიციები - HR ბიზნეს პარტნიორი, ადამიანური რესურსების მენეჯერი, ტრენერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru