www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - ფინანსები ბიზნეს დაკრედიტებისთვის
მომწოდებელი: BePro
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

"BePro" აცხადებს ტრენინგ კურსს:

1. ტრენინგი ფინანსები ბიზნეს დაკრედიტებისთვის

ტრენინგი განკუთვნილია:

** საფინანსო სექტორში (ბანკებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში და ა.შ.), საკრედიტო განყოფილებაში დასაქმების მსურველთათვის
** საფინანსო სექტორში (საოპერაციო განყოფილებაში ან საცალო საკრედიტო განყოფილებაში) მომუშავე კადრებისთვის რომელთაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება და/ან გადასვლა ბიზნეს საკრედიტო განყოფილებაში
** მიკრო და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის რომლებსაც უწევთ მუშაობა საფინანსო სექტორთან, საკრედიტო რესურსის მოზიდვის კუთხით
** საკითხით დაინტერესებულ პირთათვის

ტრენინგის შინაარსი:

** ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები.
** ფინანსური უწყისები/ანგარიშგებები (ბალანსი, მოგება-ზარალი, ფულის მოძრაობის უწყისი)
** ძირითადი და მნიშვნელოვანი ფინანსური კოეფიციენტები
** ფინანსური უწყისების ანალიზი ბიზნეს საკრედიტო რისკების შეფასების სისტემის მიხედვით.
** ბიუჯეტირება და დაგეგმვა.

ტრენინგზე გამომუშავებული უნარები:

** ფინანსური უწყისების შევსების უნარი პირველადი ბუღალტრული ინფორმაციის დამუშავების გზით.
** ფინანსური უწყისების ანალიზის უნარი
** სწორი ფინანსური გეგმის შემუშავების უნარი
** ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან სწორი კომუნიკაციის უნარი

ტრენინგის ფორმატი:

ტრენინგის ხანგძლივობა - 16 საათი
შეხვედრის რაოდენობა - 8

ტრენინგზე მოხვედრისთვის საჭიროა:

CV-ს გამოგზავნა - ელექტრონული რეგისტრაციით http://registration.bepro.com.ge/, Facebook-ის https://www.facebook.com/bepro.com.ge/?ref=aymt_homepage_panel, მეილის მეშვეობით registration@bepro.com.ge ან მატერიალური ფორმით წარმოდგენა. IQ ტესტის ზღვრული მინიმუმის გადალახვა.

საფასური:

I კალათა - 450 ლარი
II კალათა - 550 ლარი

კალათებში გადანაწილების წესი - ჯგუფში მოხვედრილი ადამიანების მთელი რაოდენობის პირველი ნახევარი, CV-ის წარმოდგენის დროის მიხედვით ხვდება I კალათაში, ხოლო დანარჩენი II კალათაში.

გადახდის ფორმა:

** წინასწარ სრულად გადახდა
** განვადებით (მაქსიმუმ 1 წლიანი უპროცენტო საბანკო განვადება, ბანკის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წლიური 24%-იანი განვადებით)
** იურიდიულ პირებზე ვრცელდება მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განვადების პროექტი.

ტრენერები:

ნიკოლოზ კანდელაკი - სასწავლო ცენტრი "ბი პროს" დამფუძნებელი, საბანკო/საფინანსო სექტორში (სს თიბისი ბანკსა და სს ქეი-ეს-ბი ბანკში) 9 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე, გამორჩეული პოზიციები - კორპორატიული ბანკირი, ფილიალის დირექტორი, ფილიალის დირექტორის მოადგილე, ბიზნეს სესხების უფროსი საკრედიტო ექსპერტი.

თეონა აბულაძე - საბანკო/საფინანსო სფეროში (სს თიბისი ბანკი, სს საქართველოს ბანკი, სს პროკრედიტ ბანკი) 11 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე, გამორჩეული პოზიციები ფილიალის დირექტორი, ფილიალის დირექტორის მოადგილე, ბიზნეს სესხების უფროსი საკრედიტო ექსპერტი. თსუ-ს დოქტორანტი ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე (მუშაობს "მცირე ბიზნესის განვითარების დასავლური მოდელის" თემაზე), "ბიზნეს ტრენინგების ასოციაციის" თანადამფუძნებელი 6 წლის განმავლობაში, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროგრამების ყოფილი კოორდინატორად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru