www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - სატრანსპორტო ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: BePro
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

"BePro" აცხადებს ტრენინგ კურსს:

ტრენინგი სატრანსპორტო ლოჯისტიკის მენეჯერი

ტრენინგი განკუთვნილია:

** ლოჯისტიკის სფეროში სამსახურის მაძიებელთათვის
** ლოჯისტიკის სფეროში დასაქმებულ პირთათვის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის მიზნით
** საკითხით დაინტერესებულ პირთათვის

ტრენინგის შინაარსი:

** ლოჯისტიკის არსი და მიზანი თანამედროვე რეალობაში
** სარკინიგზო, საკონტეინერო, საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო გადაზიდვები
** ლოჯისტიკის მნიშვნელობა და პრაქტიკული გამოყენება.
** ლოჯისტიკური ორგანიზაციის ფუნქციონირების პრინციპები, ორგანიზაციის მუშაობის საოპერაციო სისტემა და მენეჯმენტი.
** სტუდენტი პრაქტიკულად შეეხება ოპერაციათა პროცესებს როგორც ორგანიზაციის კუთხით ასევე ნახავს ლოჯისტიკური პროცესის რეალურ სურათს.

ტრენინგიზე გამომუშავებული უნარები:

** ლოჯისტიკური ოპერაციების როგორც ფინანსური ასევე ტექნიკური დოკუმენტბრუნვა
** საქმის წარმოება პროცესი, ოპერაციათა მართვა, კონტროლი და ანალიზი.

ტრენინგის ფორმატი

ტრენინგი ხანგრძლივობა შეადგენს 24 საათს საიდანაც 20 საათი თეორიული მეცადინეობაა ხოლო 4 საათი პრაქტიკული გასვლები თბილისის სატვირთო სადგურში და ტრანს კავკასუს ტერმინალის საკონტეინერო ტერმინალზე.

ტრენინგის ხანგძლივობა - 24 საათი
შეხვედრის დღეები - სამშაბათი, შაბათი
შეხვედრის რაოდენობა - 10
შეხვედრის დრო - სამშაბათი-19:00-21:00 საათების პერიოდში; შაბათი 10:00-12:00 საათების პერიოდში;

ტრენინგზე მოხვედრისთვის საჭიროა:

CV-ს გამოგზავნა - ელექტრონული რეგისტრაციით http://registration.bepro.com.ge/, Facebook-ის https://www.facebook.com/bepro.com.ge/?ref=aymt_homepage_panel , მეილის მეშვეობით registration@bepro.com.ge ან მატერიალური ფორმით წარმოდგენა. IQ ტესტის ზღვრული მინიმუმის გადალახვა.

საფასური:

I კალათა - 560 ლარი
II კალათა - 680 ლარი

კალათებში გადანაწილების წესი - ჯგუფში მოხვედრილი ადამიანების მთელი რაოდენობის პირველი ნახევარი, CV-ის წარმოდგენის დროის მიხედვით ხვდება I კალათაში, ხოლო დანარჩენი II კალათაში.

გადახდის ფორმა:

** წინასწარ სრულად გადახდა
** განვადებით (მაქსიმუმ 1 წლიანი უპროცენტო საბანკო განვადება, ბანკის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წლიური 24%-იანი განვადებით)
** იურიდიულ პირებზე ვრცელდება მხოლოდ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის განვადების პროექტი.

ტრენერი:

დავით ძაგანია- სატრანსპორტო ლოჯისტიკის სფეროში 10 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე. სატრანსპოტრო კომპანია Global Trans Service Group დამფუძნებელი და დირექტორი. Trans Georgia Corporation- დამფუძნებელი და დირექტორი. სს "საქართველოს რკინიგზა"- კომერციული დირექტორის თანაშემწე და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru