www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სსსმ და/ან შშმ პირების ასისტენტი - ქუთაისი
მომწოდებელი: კოლეჯი იბერია
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" აცხადებს კონკურსს შეზღუდული შესაძლებლობის/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა (პროფესიული სტუდენტის) ასისტენტის პოზიციაზე.

ადგილების რაოდენობა: 1.

ასისტენტის ძირითადი მოვალეობაა სსიპ პროფესიულ კოლეჯში "იბერია" შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა პროფესიული განათლების მხარდაჭერა. კერძოდ, ასისტენტის მოვალეობას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და/ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტის მხარდაჭერა სწავლის პროცესში შენობაში და პროფესიული სასწავლებლიდან უახლოეს სატრანსპორტო გაჩერებამდე გადაადგილებაში, დახმარება სველი წერტილის გამოყენებაში, მონაწილეობა ყოველდღიური აქტივობების (კვება, ჩაცმა-გახდა, ორიენტაცია) განხორციელების პროცესში; ეხმარება სსსმ/შშმ სტუდენტს ჩაერთოს მიმდინარე აქტივობებში და ეხმარება ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებს და მასწავლებლებს ინდივიდუალური გეგმის განხორციელებაში.

პასუხისმგებლობის საზღვრები:

** ასისტენტი ანგარიშვალდებულია კოლეჯის ადმინისტრაციასთან (ინკლუზიური პროფესიული განათლების გუნდთან).
** ასისტენტი ვალდებულია შეათანხმოს ყველა გადაწყვეტილება კოლეჯის ადმინისტრაციასთან (ინკლუზიური პროფესიული განათლების გუნდთან).

სამუშაო პირობები:

სარგო: 450 ლარი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
ხელშეკრულების ვადა: დროებითი
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქუთაისი, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია", მისამართი: ნიკეას ქ. 12

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება: რეაბილიტაციის და/ან დღის ცენტრებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.
** მინიმალური კომპეტენცია: "სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა".

პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, გულისხმიერება, გუნდური მუშაობის უნარი.

უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა მხარდაჭერის გამოცდილება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** ავტობიოგრაფია (CV)
** სამოტივაციო წერილი
** პირადობის მოწმობის ასლი
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია
** კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები.

კონკურსის ეტაპები:

** განცხადების გადარჩევა
** გასაუბრება.

საბუთების მიღება წარმოებს შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. 12, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია", საქმისწარმოება, მეორე სართული.

საკონტაქტო ტელეფონები: 577 551587, 577 551930, 577 551760.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru