www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქტების კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

მზარდი, განვითარებადი კომპანია შპს "ჯიბე" წარმოადგენს საქართველოში ნომერ პირველ "cash and carry" ფორმატის საბითუმო ჰიპერმარკეტების ქსელს. კომპანია 2010 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს ბაზრის მომარაგებას პირველადი მოხმარების პროდუქციით და მულტინაციონალური ბრენდებით. კომპანია უკვე ფლობს 12 ობიექტს საქართველოს მასშტაბით და უახლოეს მომავალში აპირებს ქსელის განვითარებას და გაფართოებას არამარტო თბილისში, ასევე რეგიონებშიც.

ვაკანსიის დასახელება: პროდუქტების კატეგორიის მენეჯერი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** პასუხისმგებელია პროდუქტის ქსელში სრული რეალიზაციის ციკლზე, როგორც შესყიდვა ასევე გაყიდვაზე;
** მომწოდებლების მოძიება, შერჩევა, მოლაპარაკება და საბოლოო პირობებზე შეჯერება;
** შესყიდვების მოცულობების და ოპტიმალური მარაგების დაგეგმვა;
** კატეგორიაში საფასო პოლიტიკის განსაზღვრა;
** კატეგორიის ჭრილში ბაზარზე არსებული მოთხოვნის შესწავლა, ანალიზი და უზრუნველყოფა;
** პროდუქციის სწორად განთავსების კრიტერიუმების შემუშავება და დაცვის მეთვალყურეობა;
** ასორტიმენტის ოპტიმიზაცია და მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებების ინიცირება, დაგეგმვა და მიმდინარეობის კონტროლი;
** გაყიდვები ტენდენციების ანალიზი;
** მაღაზიის მენეჯერბთან ერთად გაყიდვებზე ორინტირებული პროექტების დაგეგმვა განხორციელება;
** ბაზარზე მიმდინარე პროცესების მონიტორინგი

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე

თანამდებობისთვის აუცილებელი კომპეტენციები:

** დამოუკიდებლობა
** მომხმარებელზე ფოკუსირება
** გუნდურობა
** მოლაპარაკების უნარი
** სტრატეგიული ხედვა
** დაგეგვმა და ორგანიზება
** პრიორიტეტების დასახვა
** ინიციატიურობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15.04.2017



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru