www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვებისა და მომარაგების სპეციალისტი
მომწოდებელი: მედისონ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

სამედიცინო კომპანია "მედისონ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და მომარაგების სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი (პრიორიტეტულია ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით);
** სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში არანაკლებ 1 წლისა;
** ენების ცოდნა: ქართული (მშობლიური), სასურველია უცხო ენის (რუსული, ინგლისური) ცოდნა;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პრიორიტეტულია დიდ მოცულობის სამუშაოს მართვის გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალებიდან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისად მოქმედება;
** მოთხოვნის უზრუნველყოფა საკანცელარიო და სხვა სახის საოფისე ინვენტარზე;
** შესყიდული მასალის მიღება, დასაწყობება, მარაგების აღრიცხვა, ჩამოწერა, ნაშთების კონტროლი;
** საქონლის მიღებასა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; შესაბამისი პროცედურის დაცვა;
** მომწოდებლების მონაცემთა ბაზის შედგენა და პერიოდული განახლება;
** სასმელი წყლის შეკვეთა და მიწოდების მონიტორინგი;
** კომპანიის ავტოპარკის და გენერატორების საწვავით უზრუნველყოფა, ხარჯვის მონიტორინგი; მომწოდებელ კომპანიებთან საწვავის ფასის კონტროლი;
** ტაქსო კომპანიის და ავტო სამრეცხაო კომპანიის ტალონების შეკვეთა და მომსახურებაზე მონიტორინგის განხორციელება;
** მონაცემების პროგრამულად ასახვის უზრუნველყოფა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:

სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე hr@medison.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება! გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე http://www.medison.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru