www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება
მომწოდებელი: Green Travel
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

ტურისტული კომპანია "Green Travel"-ი, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის აცხადებს გამყვანი და შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტურიზმის მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიური ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება ტურიზმის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა (დამატებითი უცხო ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** Microsoft Office კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი პროგრამების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** დროის მართვის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, გუნდში მუშაობის უნარი და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გაყიდვებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
შრომის ანაზღაურება: არა ანაზღაურებადი

სტაჟირების გავლის შემდეგ, კომპანია უზრუნველყოფს წარმატებული კანდიდატების კომპანიაში დასაქმებას სრულ განაკვეთზე.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით, ელ.მისამართზე: vacancy@greentravel.ge არაუგვიანეს 2017 წლის 15 აპრილისა. გთხოვთ, მიუთითოთ - "სტაჟირება".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru