www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გამყვანი ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: Green Travel
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

ტურისტული კომპანია "Green Travel"-ი აცხადებს ვაკანსიას გამყვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ტურ-პაკეტების შექმნა, გაყიდვა, დაგეგმვა, ორგანიზება, ტურისტებისთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება და ტურის მიმდინარეობის კონტროლი;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, პრეზენტაციის მომზადება, მოლაპარაკება, ტურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი უპირატესობების ახსნა;
** ბილეთების, სასტუმროების და სხვა სერვისების დაჯავშნა და შესყიდვა, ელფოსტით, ტელეფონით და სხვა პლატფორმებით;
** სამოგზაურო დოკუმენტაციის მომზადება და სავიზო აპლიკაციის შევსება;
** კონტრაქტების, ინვოისების, ფულადი გადარიცხვების ანგარიშსწორების ორგანიზება და გაყიდვების აღრიცხვიანობის წარმოება;
** სოციალურ ქსელზე ინფორმაციის განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება (სასურველია) ტურიზმის განხრით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გამყვანი ტურ-ოპერატორის პოზიციაზე;
** სასტუმრო და ავიაბილეთების სხვა პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა (ვერბალური და წერითი უნარები);
** MS Office - პროგრამების კარგად ცოდნა.

უნარები:

** გაყიდვებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** სასიამოვნო გარეგნობა.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი: 11:00-დან 19:00-მდე;
შაბათი: 12:00-დან 16:00-მდე

ანაზღაურება: ფიქსირებული სახელფასო განაკვეთი + 20%-მდე ბონუსი (გაყიდვების მოცულობიდან გამომდინარე)

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით, ელ.მისამართზე: vacancy@greentravel.ge არაუგვიანეს 2017 წლის 15 აპრილისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გამყვანი ტურ-ოპერატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru