www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექიმი სტომატოლოგის ასისტენტი
მომწოდებელი: მედისონ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

სამედიცინო კომპანია "მედისონ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი სტომატოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, მომზადება და ექიმის დახმარება პროცედურების დროს;
** პაციენტების სწრაფი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება;
** სამუშაო ადგილზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;
** ექიმის ასისტირება პაციენტის მომსახურების დროს;
** შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში მუშაობა;
** პაციენტის მომსახურება სერვისის სტანდარტების შესაბამისად.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე hr@medison.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება! გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე http://www.medison.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru