www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფიზიკური პირების მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: Mindstream Headhunting & Recruitment
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 29 მარტი

დასაქმების სააგენტო "MINDSTREAM Headhunting & Recruitment"-ი აცხადებს ვაკანსიას წამყვანი სადაზღვევო კომპანიისათვის სრულ განაკვეთზე მომუშავე ფიზიკური პირების მომსახურების მენეჯერის ვაკანსიაზე.

ძირითადი პასუხიმგებლობები:

** დაზღვეულების პირისპირ და სატელეფონო მომსახურება;
** საცალო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება მომხმარებლისათვის;
** დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა.
** სადაზღვევო პოლისების გამოწერა და ადმინისტრირება;
** არსებული კლიენტებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზება;
** კლიენტებზე გაცემული პოლისების განახლება;
** პარტნიორ საბანკო და საფინანსო კომპანიებთან ურთიერთობა;
** კომპანიის მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა;
** სამსახურში განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა;
** ყოველთვიური და კვარტალური შედეგების ანგარიშების მომზადება;

აუცილებელი მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსი (უპირატესია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან სადაზღვევო მიმართულება);
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციური უნარები;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: cv@mindstream.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება ფიზიკური პირების მომსახურების მენეჯერი - (ლათინური შრიფტით). წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 29 მარტამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru