www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
მომწოდებელი: მედისონ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

სამედიცინო კომპანია "მედისონ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმატიკის ბაკალავრი; კომპიუტერული მეცნიერების, ინფორმაციული სისტემების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი);
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ენების ცოდნა: ქართული - თავისუფლად; რუსული - სასაუბრო.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოპერაციული სისტემების Windows 7, 8, 10 ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა.
** MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook - კარგი ცოდნა.
** ქსელების საფუძვლიანი ცოდნა (TCP/IP, LAN).
** შიდა სისტემის საფუძვლიანი შესწავლა და დახმარების გაწევა სამედიცინო პერსონალისთვის, საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების ჩატარება.
** პერიფერიული და ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია და ინსტალაცია. პრობლემის დიაგნოსტირება და შესაძლებლობის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა.
** კომპიუტერის არქიტექტურის კარგი ცოდნა, ტესტირება და გაუმართავობის პრობლემის დადგენა.
** რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება.
** თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:

სრული სამუშაო გრაფიკი, ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე hr@medison.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება! გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე http://www.medison.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru