www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აფთიაქის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მედისონ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

სამედიცინო კომპანია "მედისონ ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას აფთიაქის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია ფარმაციის ფაკულტეტის მიმართულებით).
** სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა. (სასურველია ფარმაცევტული წარმოების, სააფთიაქო დაწესებულების სფეროში);
** ენები: ქართული - თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სააფთიაქო ქსელის ადმინისტრირება/მართვა;
** მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების დასაწყობება და აღრიცხვა შესაბამის
** პროგრამაში;
** მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის პროცედურის დაცვა;
** მედიკამენტების მიღება და აღრიცხვა;
** მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების ნაშთის კონტროლი;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
** სხვადასხვა ტიპის რეპორტის წარმოება;
** პერმანენტულად ფარმაცევტული პროდუქტების შესახებ სიახლეების მოძიება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება.
** ზეპირი და წერითი უნარები.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი-სრული.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე hr@medison.ge და "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება! გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე http://www.medison.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru