www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბანკის მოლარე-ოპერატორის მოსამზადებელი კურსი სტაჟირებით
მომწოდებელი: ბიზნეს აკადემია
გამოქვეყნდა: 15 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

დაიწყო მსმენელების მიღება ინტენსიურ ორკვირიან ტრენინგ კურსზე "ბანკის მოლარე-ოპერატორი".

"ბიზნეს აკადემია" ნებისმიერი განათლების მქონე პირს აძლევ ტრენინგზე დასწრების შესაძლებლობას. ინტენსიური ტრენინგის დასრულების შემდეგ, ტრენინგის მონაწილეები გაივლიან სტაჟირებას უახლესი თაობის საბანკო პროგრამით ALTA Software -B6-ით,. ტრენინგი თითოეულ დამწყებ პირს მისცემს ძირითად საბაზისო ცოდნას, რაც აუცილებელია კომერციულ ბანკებში "მოლარე-ოპერატორის" პოზიციისთვის.

ტრენინგზე რეგისტრაცია შეუძლია, ნებისმიერი განათლების მქონე პირს (ასაკი შეზღუდული არ არის).

წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა საბანკო პროგრამა ALTA B2000 შეცვალეს ALTA Software -B6-ით, ბანკების პარალელურად "ბიზნეს აკადემია"- მ ALTA B2000 შეცვალა ALTA Software -B6-ით. "ბიზნეს აკადემია", ერთადერთი სასწავლო ცენტრია, რომელმაც მოიპოვა ახალი თაობის საბანკო პროგრამის ALTA (B6)-ით სარგებლობის ლიცენზია. ALTA Software -B6- ის ლიცენზიის მოპოვებამ და სასწავლო პროგრამებმა 4-ჯერ გაზარდა დასაქმებულთა მსმენელების მაჩვენებელი.

ბანკის მოლარე-ოპერატორის ტრენინგი, საშუალებას მოგცემთ დასაქმების კუთხით უპირატესობა მოგენიჭოთ წამყვან კომერციულ ბანკებში შესარჩევ ეტაპებზე: თიბისი ბანკი და მასთან გაერთიანებული ბანკი რესპუბლიკას, ბანკის საქართველოს ბანკის, ლიბერთი ბანკის, ვითიბი ბანკის, ტერაბანკის, ბაზის ბანკის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე.

კურსს უხელმძღვანელი, საბანკო სექტორში 10 წლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერი. https://www.facebook.com/biznesakademia

სასწავლო პროგრამა შემოტანილია კომერციული ბანკებიდან.

კურსის მოკლე მიმოხილვა:

** სალაროს გახსნა -დახურვა
** მოლარე-ოპერატორებისთვის ნაღდი ფულის გადაცემა
** მოლარიდან მოლარეზე გადაცემული თანხების გატარება.
** სალაროს დღიური საბუთების ფორმირება
** სალაროს საბუთები და ვიზირების წესები
** ნაღდი ფულის მიღება კლიენტებისგან და შეფასების წესები.
** სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია
** ფიზიკური პირების ანგარიშების გახსნა
** ფიზიკური პირების ანგარიშებზე ოპერაციების წარმოება.
** კონვერტაციაზე სპეციალური კურსის შეთავაზება
** შეგროვების ოპერაციები ანგარიშებზე.
** საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო თანხების გადარიცხვები
** იურიდიული პირის ანგარიშების გახსნა
** იურიდიული პირების ანგარიშებზე ნაღდი და უნაღდო ოპერაციები
** საფულე ჩეკის წიგნაკების გაცემა-რეგისტრაცია
** საფულე ჩეკის წიგნაკით თანხების გაცემა
** ანაბრების პირველი
** მოთხოვნამდე ანაბარი
** ვადიანი ანაბარი
** საანაბრე ანგარიშების გახსნა, კონკრეტული მიზნობრიობის მქონე ანგარიშები
** ფასიანი ქაღალდები,
** სალაროში მეტობა-ნაკლებობა.
** საბუთების ფორმირება. თავფურცელით, ზედნადებით, კუპიურული აღრიცხვით.
** ვარგისიანი კუპიურების მიღება.
** სალაროს მენეჯერისთვის ნაღდი ფულის გადაბარების პროცედურა და საბუთების, ფასიანი ქაღალდების და დღიური საბუთების გადაბარება.
** სალაროს დღის დახურვა.

კურსის ხანგრძლივობა: ორი კვირა (შესაძლებელია 3 კვირაზე გადანაწილება-ჯგუფთან შეთანხმებით)
ტრენინგის ხანგრძლივობა სტაჟირებასთან ერთად 24 სთ. (აკადემიური საათი)
სტაჟირება - 12 აკ.სთ
ლექციები ჩატარდება კვირაში 5 -ჯერ. (დღეები შეთანხმებით)
ლექციის ხანგრძლივობა-1:30სთ

საბანკო პროგრამა ALTA Software -B6 -ში მუშაობას ეთმობა -12სთ
ტრენინგის ღირებულება -190 ლარი

კურსის დასრულების შემდეგ, კურსის მონაწილეებს გადაეცემათ:

** ბანკის მოლარე-ოპერატორის სერტიფიკატი
** სარეკომენდაციო წერილი.
კურსის დასრულების შემდეგ, გაიცემა საერთაშორისო სტანდარტის მქონე ორენოვანი სერტიფიკატი, რომელსაც აღიარებს ყველა კომერციული ბანკი.

ბანკის მოლარე-ოპერატორის ტრენინგი ჩატარდება:

ნაკადი N1- 11 სთ
ნაკადი N2 -14სთ

პროფესიული სტაჟირება მოლარე-ოპერატორის მიმართულებით, კურსის მონაწილეები გაივლიან ინდივიდუალურად.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი CV HRBacademy@gmail.com და სათაურში მიუთითეთ "ბანკის მოლარე -ოპერატორი & სასურველი ნაკადის N".

დარეგისტრირებული მსმენელი მიიღებს 24 სთ-ში ელ. შეტყობინებას. კურსის დაწყებამდე ერთი დღით ადრე SMS შეტყობინებას.

ჩვენი facebook-ის გვერდი: https://www.facebook.com/biznesakademia

"ბიზნეს აკადემია"
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 790)458582
მენეჯერი: (+995 555)678545
მისამართი: მარჯანიშვილის N21, მე-4 სართული.N 15



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru