www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სახელმწიფო პროგრამების უზრუნველყოფის მენეჯერი
მომწოდებელი: აკად. ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 25 მარტი

შპს "აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო პროგრამების უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პორტალზე ინფორმაციის გადაცემა;
** შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კლინიკის ექიმებისა და სხვა მედპერსონალისთვის, პაციენტის სტატუსის, ლიმიტის და პროგრამების ფარგლებში სხვა საჭირო მონაცემების შესახებ;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** შესრულებული სამუშაოს მონიტორინგის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურობა.

ადგილების რაოდენობა: 3.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ საფოსტო მისამართზე: Sveta.Sloeva@aversi.ge 2017 წლის 25 მარტამდე.

საკონტაქტო პირი: სვეტა სლოევა, 593 796314.

შენიშვნა:

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru