www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბანკო სამართლის პრაქტიკული კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

"ევროპის აკადემიური ცენტრი" აცხადებს მიღებას საბანკო სამართლის პრაქტიკულ კურსზე - "საბანკო სამართლის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები".

"ევროპის აკადემიური ცენტრი" ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.  

კურსი განკუთვნილია საბანკო სფეროში და ფინანსურ ინსტიტუტებში (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საკრედიტო კავშირი)  დასაქმებული და დასაქმების მსურველი იურისტებისთვის/ მომავალი იურისტებისთვის/სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეისწავლონ საბანკო მომსახურების სამართლებრივი ასპექტები, მათი  პრაქტიკაში განხორციელების მიმართულებით. 

კურსის მიზანი: მსმენელს პრაქტიკული თვალსაზრისით შეასწავლოს  საბანკო და ფინანსური ინსტიტუტების  საქმიანობის მომწესრიგებელი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნორმები, რეგულაციები, მათი მოთხოვნები, მექანიზმები, თავისებურებები და პრაქტიკაში  განხორციელების  საშუალებები/ხერხები. აღნიშნულის  შედეგად მსმენელი დაეუფლება ცოდნას იმ მიმართულებით, რომელიც აუცილებელია საბანკო მომსახურების სფეროში პრაქტიკული მუშაობისას. საკითხების უკეთ გაცნობიერებას და  შესწავლას ხელს შეუწყობს პრაქტიკული მაგალითების განხილვა და პრაქტიკაში გამოყენებადი დოკუმენტების ნიმუშებზე მუშაობა, რაც ტრენინგის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.

პროგრამის შინაარსი:

** ბანკების წარმოშობის მოკლე ისტორიული მიმოხილვა;
** საბანკო საქმიანობის მომწესრიგებელი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნორმები  ("სამოქალაქო კოდექსი", "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონი, კანონი "კომერციული ბანკების საქმინობის შესახებ" და სხვა);
** საბანკო მომსახურება, კრედიტი, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
** ვალდებულების უზრუნველყოფის   საშუალებები - იპოთეკა, საბანკო გარანტია, გირავნობა, თავდებობა;
** არასაბანკო ფინანსური ინტიტუტები: ა) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ბ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება - საკრედიტო კავშირი.
** იურიდიული პირები,  სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნები და მათი მომსახურების თავისებურებანი;
** რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირები და მათი მომსახურების თავისებურებანი;
** ანგარიშსწორების ხელშეკრულება, საბანკო ანგარიშის გახსნა, ანაბრის (დეპოზიტის) ხელშეკრულება, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინსტრუქციის განხილვა;
** საბანკო მომსახურება წარმომადგენლის მეშვეობით;
** აპოსტილი და ლეგალიზაცია;
** პირის იდენტიფიცირება;
** გადახდის ოპერაციები. უცხოური ვალუტით ოპერაციების წარმოების თავისებურებანი, ეროვნული ბანკის შესაბამისი ინსტრუქციის განხილვა;
** პლასტიკური ბარათი, დისტანციური საბანკო მომსახურება (ინტერნეტბანკი, მუდმივი საგადახდო დავალებები, SMS ბანკი და სხვა).
** "უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესახებ" კანონის მოთხოვნები და  ფინანსურ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები.
** კანონი "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ".
** დისკუსია საბანკო მომსახურების პრაქტიკული პრობლემების შესახებ.

კურსის ხანგრძლივობა: თვენახევარი (22 საათი).
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 საათი.
კურსის ღირებულება: 400 ლარი.
კურსის დასრულების შემდეგ, ჩატარდება ფინალური ტესტირება, რომლის საფუძველზეც გაიცემა "ევროპის აკადემიური ცენტრის" ორენოვანი სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/2ySvaG

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

ქ. თბილისი, კოსტავას 67 
ტელ: (+995 32) 2 238234, 599 334700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული) 
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227 

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა 
ტელ: (+995 422) 293293, 592 700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge  
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru