www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო დირექტორი
მომწოდებელი: m|group
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** მართვაში არსებული ყველა პროექტის (რესტორნები, სასტუმროები და ქეითერინგი) ეფექტურ და გამართულ სამუშაო პროცესებზე პასუხისმგებლობა;
** თითოეულ პროექტთან და საოპერაციო გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი მუდმივი მხარდაჭერა;
** პროექტის მენეჯერებთან, კულინარიულ ჯგუფთან და მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად მუდმივად სიახლეებზე მუშაობა;
** მენიუების ცვლილების კოორდინირება და მის განახლებაზე მუდმივი მუშაობა;
** "ემ|ჯგუფის" არსებული და ახალი პროექტებისთვის მომსახურეობის სტანდარტების შემუშავება და მკაცრი დაცვა;
** მომსახურების მაღალი დონის მიღწევა და მუდმივად გაუმჯობესება;
** პროექტების შემოსავლების და ხარჯების დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** ლიდერული თვისებები - ენერგიულობა, შედეგების მიღწევებზე ორიენტირებულობა;
** საორგანიზაციო, საკომუნიკაციო, დროისა და პროცესების მართვის უნარი.
** გუნდური მუშაობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სავალდებულოა).

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@mgroup.ge 2017 წლის 1 აპრილამდე. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

მადლობა დაინტერესებისთვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru