www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრაქტიკული ბუღალტერიის შემსწავლელი კურსი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - აცხადებს მიღებას პრაქტიკული ბუღალტერიის კურსზე.

ევროპის აკადემიური ცენტრი ფლობს ISO სერტიფიკატს (ISO 9001) ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

პროგრამის მიზანია, დაეხმაროს დამწყებ და მოქმედ ბუღალტრებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში. კურსი ითვალისწინებს კონკრეტული საწარმოს პირველად დოკუმენტებთან მუშაობის მაგალითზე ორი წლის ბუღალტერიის წარმოებას, შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით. ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს პროგრამა ORIS -ში და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა RS.GE-ზე.

სწავლების მეთოდი:

** პრაქტიკა;
** ქეისების განხილვა.

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

** სამეწარმეო და საგადასახადო სუბიექტების პრაქტიკული შესწავლა და განხილვა:
** ორგანიზაციის წესდების პრაქტიკულად შექმნა;
** ორგანიზაციის სააღრიცხვო პოლიტიკის ჩამოყალიბება.

ორგანიზაციის ორი წლის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა და წამოება:

** სასაქონლო ზედნადები;
** ანგარიშ-ფაქტურა;
** საგადახდო დავალება;
** ინვოისი;
** სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერი;
** ავიზო;
** სახელფასო უწყისი;
** საბაჟო დეკლარაცია.

ორგანიზაციის ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების შევსება და წარდგენა:

** საშემოსავლო;
** დღგ;
** ქონება;
** მოგება.

გარდა მიმდინარე გადასახადებისა, შეისწავლება დარიცხული წლიური საავანსო გადასახადებისა და ზარალის გადატანის მეთოდები:

** ქონება;
** მოგება.

ორგანიზაციაში ისეთი კაზუსების გარჩევა როგორიცაა: სესხი ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, იჯარას, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები, პარტნიორების მიერ ყოველწლიური დივიდენდის გატანას;

საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამა ORIS -ის სრულყოფილად შესწავლა.
კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე (36 საათი);
პრაქტიკული კურსის ღირებულება: 400 ლარი;
სასწავლო გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ, 2 საათი.
პრაქტიკული ლიტერატურა და პირველადი დოკუმენტაცია გადმოგეცემათ საჩუქრად. კურსი გულისხმობს შუალედურ და საბოლოო სასერტიფიკატო გამოცდას. კურსდამთავრებულებზე გაიცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/2ySvaG

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234, 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი სართული)
ტელ: (+995 431) 236060; 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293; 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru