www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ტექნიკოსი, გაყიდვების აგენტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: მაგთიკომი
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

შპს "მაგთიკომი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. თბილისში გარე გაყიდვების აგენტი

შესასრულებელი სამუშაო გულისხმობს კარდაკარის პრინციპით ფიქსირებული ინტერნეტის და ტელევიზიის აბონენტების მოძიებას.

მოთხოვნები:

** ქართული ენის თავისუფლად ფლობა (სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა);
** გაყიდვების უნარი;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

ანაზღაურება:

ანაზღაურების ზედა ზღვარი არ არის შემოფარგლული და დამოკიდებულია კანდიდატის მიერ მოზიდული ახალი აბონენტების რაოდენობაზე:
ფიქსირებული ანაზღაურება - 300 ლარი (ხელზე ასაღები);
გეგმის გადაჭარბების შემდეგ ყოველ მოზიდულ აბონენტზე დამატებითი ანაზღაურება 7 ლარამდე.

დამატებითი ინფორმაცია:

მოზიდული ახალი აბონენტების მინიმალური რაოდენობა: 50
დაინტერესებულ პირებთან ფორმდება ნარდობის ხელშეკრულება

მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge ა.წ. 15 აპრილის ჩათვლით.

2. ინჟინერ-ტექნიკოსი (ნარდობის ხელშეკრულებით მომუშავე) შემდეგ ქალაქებში: მცხეთა, თელავი, ყვარელი, გურჯაანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, წნორი, რუსთავი, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, კასპი, გორი, ბორჯომი, სენაკი, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი.

მოთხოვნები:

** ქართული ენის თავისუფლად ფლობა (სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა);
** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია IT მიმართულებით) ან/და პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების საბაზისო ცოდნა;
** ქსელის მონტაჟისა და ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციის ცოდნა;
** უკაბელო ქსელის (WI-FI) კონფიგურაცია და ინსტალაცია;
** დრაივერებისა და გამოყენებითი პროგრამების ინსტალაცია;
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია;
** დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტიკა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ახალი ინფორმაციის ადვილად ათვისების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე kadrebi@magticom.ge ა.წ. 15 აპრილის ჩათვლით. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ქალაქი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru