www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

კომპანია "გორგია" დაარსდა 1998 წელს და დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა.
კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.
"გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი".

ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.

2017 წელს იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა.

თბილისის ფილიალში ცხადდება ვაკანსია სამეურნეო დეპარტამენტში შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სამეურნეო შესყიდვების საჭიროების გამოვლენა და დაგეგმვა
** შესყიდვების პროცედურის მართვა
** შესყიდვებისთვის საჭირო დოკუმენტაციების მომზადება
** შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტინგის წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@gorgia.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru