www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის კონტროლის, ქოლ-ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 25 მარტი

შპს "გასა" (შპს "ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსი"), აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლისა და ქოლ-ცენტრის მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

კანდიდატის აღნიშნულ პოზიციაზე განსახილველად აუცილებელი მოთხოვნაა რეზიუმესთან ერთად სამოტივაციო წერილის წარდგენა.

ძირითადი მოვალეობები:

** ქოლ ცენტრისა და სარეალიზაციო ოფისების მომსახურების ხარისხის (კომუნიკაციის) გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** სატელეფონო ზარების მონიტორინგი/ხარისხის მართვა
** კლიენტებთან ურთიერთობის მონიტორინგი და მართვა
** ახალი თანამშრომლის აყვანა და სამუშაოსთვის მომზადება
** არსებული თანამშრომლის გადამზადება და ტრეინინგის ჩატარება
** ქოლ ცენტრისა და ქოლ ცენტრის ფუნქციის მატარებელი გაყიდვების პროცესის მონიტორინგი
** ქოლ ცენტრის თანამშრომლების სამუშაო პირობებზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა
** გაყიდვების გეგმის შემუშავება და მისი შესრულების უზრუნველყოფა

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ჯგუფში მუშაობისა და მისი მართვის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების სრულფასოვნად ცოდნა
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდში მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** ენერგიულობა; შრომისუნარიანობა; სისხარტე
** ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი
** თანამშრომლების მოტივირების უნარი

პირობები:

ანაზღაურება დარიცხული 1250 ლარი (ხელზე 1000 ლარი) + ბონუსი (მიღწეული წარმატების 4%)
ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო საათები: სრული სამუშაო განაკვეთი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@gasa.ge 25 მარტის ჩათვლით. აუცილებელი მოთხოვნაა სათაურში ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru