www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: Citysightseeing Tbilisi
გამოქვეყნდა: 16 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

"სითისაითსიინგ თბილისი" (www.cstbilisi.com) მსოფლიო ბრენდის, "ვორლდვაიდ სითისაითსიინგ" (www.city-sightseeing.com) კომპანიის პარტნიორია. ჩვენ შემოგვაქვს უახლესი ევროპული სტანდარტები კავკასიის რეგიონის ტურისტულ ინდუსტრიაში. ჩვენი ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდი აქტიურად მუშაობს საქართველოში შემომავალი ტურიზმის განვითარებაზე. თუ თქვენც ჩვენსავით გიტაცებთ თბილისი და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ჩვენი კომპანია თქვენთვისაა, შემოგვიერთდით!

ამჟამად ჩვენ ვეძებთ ტურ-ოპერატორს, რომლის ძირითადი ფუნქცია ტურების ორგანიზება და უცხოელ კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობა იქნება.

სამუშაო მოვალეობები:

როგორც ოფისის გუნდის წევრი, თქვენს მოვალეობებში შევა:

** ტურისტების მისალმება და მათთან კომუნიკაციის დამყარება მეგობრულად და ზრდილობიანად
** ტურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი უპირატესობების ახსნა
** ტურისტებისთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება
** ბილეთების, სასტუმროების და სხვა სერვისების დაჯავშნა და შესყიდვა, ამადეუსით, იმეილით, ტელეფონით და სხვა პლატფორმებით
** შემომავალი და გამავალი ტურების ორგანიზება ინდივიდუალური და ჯგუფური კლიენტებისათვის
** ტურისტული პაკეტების შექმნა, დაგეგმვა, ორგანიზება და გაკონტროლება
** ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან, ავიახაზებთან, სასტუმროებთან, გიდებთან და მძღოლებთან ურთიერთობა და კოორდინაცია
** კონტრაქტების, ინვოისების, ფულადი გადარიცხვების და ნაღდი ანგარიშსწორების ორგანიზება
** გაყიდვების და სხვა საოპერაციო ტრანზაქციების აღრიცხვიანობის წარმოება.

სასურველი ცოდნა და უნარჩვევები:

** ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში
** ამადეუსთან, სასტუმრო და ავიაბილეთების სხვა პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** დროის მართვის და კოორდინაციის უნარი
** ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი, აკურატული და სუფთა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** დადებითი მიდგომა, სასიამოვნო და მომღიმარი
** შეგუებადობა და კომპანიის სტანდარტების გაზიარება.

ანაზღაურება: ფიქსირებული + პროცენტი გაყიდვებიდან.
ადგილმდებარეობა: თბილისი.

აპლიკაციის ინსტრუქციები:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: evgenia@citysightseeing.com.ge და მიუთითოთ პოზიციის სახელი.

ჩვენ სისტემატურად განვიხილავთ აპლიკაციებს, ამიტომ გირჩევთ არ დააყოვნოთ თქვენი აპლიკაცია
მხოლოდ შერჩეული კანდიდატურები განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru