www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი
მომწოდებელი: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 10 ივლისი

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სტუდენტზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომში - ცენტრში) მიმდინარეობს მუშაობა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სისტემურ ცვლილებებზე. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან მრავალმხრივი და სრულფასოვანი შეფასების მიზნით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს პროცესში სტუდენტების ჩართვა.

ცენტრი 2017 წლის 17 მარტიდან 2017 წლის 10 ივლისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი სტუდენტის შესარჩევად.

შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც განაცხადს წარმოადგენენ 2017 წლის 28 მარტის ჩათვლით საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ექსპერტის მიერ ჩატარებულ ტრენერთა ტრენინგში (TOT), ხოლო შემდეგ ეტაპზე ჩაერთვებიან სხვა სტუდენტი ექსპერტების მომზადებაში.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის ფუნქციები:

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად შეფასების პროცესში მონაწილეობა, რაც მოიცავს:

** დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საავტორიზაციო დოკუმენტაციის შესწავლას;
** დოკუმენტაციის შესწავლის საფუძველზე სტანდარტთან მიმართებით შენიშვნების, მოსაზრებების და კითხვების ჩამოყალიბებას;
** საავტორიზაციო ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავებაში მონაწილეობას;
** საავტორიზაციო ვიზიტში მონაწილეობას, რომლის დროსაც უნდა შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიურება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება;
** ვიზიტის შემდეგ შეფასების შედეგების განხილვაში, შეჯამებასა და დასკვნის მომზადებაში მონაწილეობას;
** შესაბამისი საკითხის განხილვაში ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მიღებას.
** მონაწილეობა ცენტრის მიერ განხორციელებულ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებში.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი სტუდენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა და გამოცდილება:

** სტუდენტის აქტიური სტატუსის ქონა;
** მაღალი აკადემიური მოსწრება;
** სტუდენტურ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა;
** "ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG)" 2015 წლის დოკუმენტის ცოდნა;
** "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონი;
** "საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანება;
** "საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;

უნარები:

** კომპიუტერული უნარების ქონა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მონაცემების შეგროვების, ანალიზისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, ექსპერტთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, 2017 წლის 10 ივლისამდე, სრულყოფილად უნდა შეავსოს მითითებული განაცხადის ელექტრონული ფორმა, რომელიც განთავსებულია ბმულზე: https://goo.gl/forms/Rf8zAqDYkcquMdNI2; ხოლო, ელექტრონული ფოსტაზე jobs@eqe.ge წარმოადგინოს:

1) ავტობიოგრაფია (CV);
2) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
3) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ ცნობა;
4) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ.

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა წერილის სათაურის ველში უნდა მიუთითოს ვაკანსიის დასახელება “ექსპერტთა კორპუსის წევრი სტუდენტი".

ექსპერტი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე ან ცენტრის თანამშრომელი.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევი კონკურსის ეტაპებია:

** განცხადების წარდგენა;
** წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა შესაბამისი მოთხოვნების გათვალისწინებით;
** ექსპერტთა შერჩევის მიზნით შესაბამისი კომისიის შექმნა;
** გასაუბრება;
** კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების შესახებ რეკომენდაციის წარდგენა ცენტრის დირექტორისთვის;
** ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ექსპერტთა შეყვანა ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში.

ცენტრი უზრუნველყოფს შერჩეული კანდიდატებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru