www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოქროს ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: ჯაბა კრედიტი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 17 აპრილი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ჯაბა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას, ოქროს ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე, თბილისის ფილიალისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** ძვირფასი ლითონების შემოწმება/შეფასება, სასესხო თანხის გაცემა;
** ხელშეკრულებების გაფორმება;
** სალაროში მუშაობა
** საკასო ოპერაციების წარმოება
** ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნა
** კომპანიის პროდუქტების და სერვისების შეთავაზება მომხმარებლებისთვის

სავალდებულო მოთხოვნები:

** ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის შემსწავლელი კურსის სერთიფიკატი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული/ინგლისური ენების კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია; კლიენტთან თავაზიანი დამოკიდებულება
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება და პროფესიული ეთიკა.
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიულ წინსვლას და განვითარებას
** ანაზღაურება მუშაობის შესაბამისად
** პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებს

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნულ პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე HR@jabacredit.ge და გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის და ფილიალის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru