www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Hippo
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

სააქციო საზოგადოება "Hippo" დაარსებულია საერთაშორისო კორპორაცია ICR-ისა და სხვა ქართველი და უცხოელი ინვესტორების მიერ. "Hippo" მომხმარებელს საფინანსო პროდუქტებით მომსახურებას და ბანკის მსგავს სერვისებს სთავაზობს, რაც მაღალ ტექნოლოგიურ მიღწევებს ეფუძნება და შესაბამისად, უფრო მოქნილ სქემებს გულისხმობს. ეს არის კლიენტების დისტანციური მომსახურება ფინანსური თუ სხვა საფინანსო პროდუქტებით.

"Hippo", როგორც დამსაქმებელი, დაინტერესებულია ითანამშრომლოს პასუხისმგებლიან, სანდო, მოტივირებულ, კვალიფიციურ ინდივიდებთან და სთავაზობს მათ განვითარებისათვის საჭირო მრავალფეროვან, დინამიურ გარემოს.

"Hippo" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

** პოტენციური პარტნიორების მოძიება
** კომპანიის მომსახურებით დაინტერესებულ კომპანიებთან შეხვედრების წარმოება
** კომპანიებთან "ჰიპპო"-ს მომსახურების წარდგენა, პრეზენტაცია
** პარტნიორ კომპანიებთან ხელშეკრულების დადების უზრუნველყოფა
** კლიენტებთან ხანგრძლივი, ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება
** მენეჯმენტისათვის ზეპირი და წერილობითი რეპორტების მომზადება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში ან სხვა მსგავს დარგში
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** თავდაჯერებულობა და მოტივირებულობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა, დროის სწორად გადანაწილება
** პროდუქტის საფუძვლიანად შესწავლის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@hippo.ge არაუგვიანეს 2017 წლის 15 აპრილისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".

შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru