www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერიის კურსი, პროგრამები - Oris, Info, Superfin,1C
მომწოდებელი: ინტელექტ ცენტრი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 17 აპრილი

მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი "ინტელექტ ცენტრი" აცხადებს მსმენელთა მიღებას ბუღალტერიის შემსწავლელ სასერთიფიკატო კომპლექსურ კურსებზე!

კურსი გათვლილია ბუღალტერიის შესწვლით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის! მსმენელთა მიღება მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერით; შემდგომი გასაუბრების საფუძველზე. სასწავლო გრაფიკის შერჩევა ხდება გასაუბრებაზე; საპრეზენტაციო შეხვედრაზე.

სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო სტანდარტებით! მსენელებს გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები, ტესტები!

სწავლების ეტაპები:

1. თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერია!
2. საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამები: ორისი-ORIS, ინფო-INFO, სუპერფინი-SUPERFIN. 1C საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების შესწავლა მსმენელთა სურვილისამებრ შერჩევით!
3. სტაჟირება - დამწყები ბუღალტრებისთვის; ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების რეალურ საბუთებზე დაყრდნობით, ან თავად მსმენელის სამუშაო სპეციფიკაზე მორგებით!

განვიხილოთ სასწავლო პროგრამის თვითოეული ეტაპი:

1. თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის კომპლექსური კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

** თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. იგი მოიცავს ბუღალტრული აღრიცხვის თეორიის, პრაქტიკის და ფინანსური აღრიცხვის საკითხებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ბუღალტრულ ნაწილს.
** კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერია.
** დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის ბუღალტრული კონსულტაციების გაწევა.
** ბუღალტერთა სტაჟირების პროგრამა დამწყები და მოქმედი ბუღალტრებისთვის პროგრამებში: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერიაში.
** საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა Rs.ge - ს ფორმებთნ მუშაობა.
** საბუღალტრო მომსახურება.
** Excel - ში საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციის და საქმის წარმოება.

კურსები განკუთვნილია: ვინც ნულიდან იწყებს ბუღალტერიის შესწავლას, დამწყები ბუღალტრებისათვის, ასევე, ფინანსური სპეციალობის მქონე და სხვა ნებისმიერი პროფესიის მსმენელებისათვის.

სწავლების მიმართულებები: ტრენინგ-კურსები ითვალისწინებს თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის, ფინანსური აღრიცხვის, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას rs.ge-ზე, კომპიუტერული პროგრამების: ორისი, სუპერფინი, ინფო ბუღალტერიის შესწავლას, რის საფუძველზეც, მსმენელები შეძლებენ ნებისმიერი სპეციფიკის: ვაჭრობის, მომსახურების, წარმოების, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის და არასამთავრობო ორგანიზაციებში მომხდარი ფაქტების საფუძველზე პირველადი დოკუმენტების შედგენას და ბუღალტრული პროცესების მართვას.

სწავლების მეთოდი და უპირატესობები: ლექციები შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან. თეორიული მასალის ათვისება - პრაქტიკული მაგალითებით, ხოლო პრაქტიკული ბუღალტერიის შესწავლა - საბუღალტრო დოკუმენტების საფუძველზე.

კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას.

თეორიული და პრაქტიკული ბუღალტერიის ორთვიანი კურსის ღირებულება და პირობები:

ღირებულების გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!

3-6 კაციან ჯგუფებში - სრული კურსი - 300 ლარი (თვეში 150 ლარი)
2-კაციან ჯგუფში - სრული კურსი - 350 ლარი (თვეში 175 ლარი)
ინდივიდუალურად - სრული კურსი - 400 ლარი (თვეში 200 ლარი)
ლექციების რაოდენობა ინდივიდუალურად - 20 ლექცია, ჯგუფში - 24 ლექცია
ლექციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად - 1 საათი, ჯგუფში: 1.30წთ.

სასწავლო გრაფიკის შერჩევა ხდება გასაუბრებაზე; საპრეზენტაციო შეხვედრაზე.

2. საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების შესწავლა:

ბუღალტრული პროგრამების შესწავლა მიმდინარეობს მოქმედი, რეალური ორგანიზაციების დოკუმენტების საფუძველზე!
ორისი - 8 ლექცია, ლექციის ხანგრძლივობა 1სთ.
ღირებულება ინდივიდუალურად: 100 ლარი
2 კაციან ჯგუფში: 80 ლარი.

ინფო ბუღალტერი - 8 ლექცია, ლექციის ხანგრძლივობა 1სთ.
ღირებულება ინდივიდუალურად: 120 ლარი
2 კაციან ჯგუფში: 100 ლარი.

სუპერფინი - 8 ლექცია, ლექციის ხანგრძლივობა 1სთ.
ღირებულება ინდივიდუალურად: 100 ლარი
2 კაციან ჯგუფში: 80 ლარი.

1C - შემსწავლელი კომპლექსური სასწავლო პროგრამა;

6 ლექცია - ინდივიდუალურად; ჯგუფში - 8 ლექცია.
ლექციის ხანგრძლივობა - ინდივიდულაურად 1სთ; ჯგუფში - 1,30წთ.
ღირებულება ინდივიდუალურად - 300 ლარი
2-3 კაციან ჯგუფში - 250 ლარი

3. სტაჟირება - დამწყები ბუღალტრებისთვის;

პრაქტიკის გავლა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის გამოყენებას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას. პრაქტიკის გავლისას, საშუალება გექნებათ, გამოავლინოთ თქვენი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები. პრაქტიკული გამოცდილების მიღება შესაძლებელია როგორც ჩვენი "ინტელექტ ცენტრის" საბუთების დამუშავების შედეგად, ისე ჩვენი პარტნიორი კომპანიების საბუთების საშუალებით. მსმენელი იღებს მონაწილეობას რეალურ სამუშაო პროცესში, ეცნობა თითოეულ დოკუმენტს და სწავლობს მის საფუძვლიან დამუშავებას კომპიუტერულ პროგრამებში.

სტსჟირების ხანგრძლივობა: 2 თვე - 24 სალექციო კურსი
ღირებულება - თვეში 200 ლარი - ინდივიდუალურად
ღირებულება - თვეში 170 ლარი - 2 კაციან ჯგუფში

ერთთვიანი სტაჟირება საბუღალტრო პროგრამასთან ერთად - 300 ლარი - 12 სალექციო კურსი.
თანხის გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად!

გაითვალისწინეთ: ვინც ჩვენს ცენტრში პრაქტიკული ბუღალტერიის კურსებს გაივლის, მათთვის სტაჟირების ერთთვიანი კურსი საკმარისი იქნება, ვინაიდან მათ უკვე ექნებათ მიღებული გარკვეული პრაქტიკული ცოდნა და საჭირო უნარ-ჩვევები.

ახალბედა დამწყები და უკვე მოქმედი ბუღალტრებისთვის შესაძლებელია საათობრივი კონსულტაცია, როგორც თეორიულ მასალაში, ისე საბუღალტრო კომპიუტერულ პროგრამებში.
ერთი კონსულტაციის - ღირებულება - 1 საათი - 20 ლარი

კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) შესაბამისი დონის სერტიფიკატი.

კურსებს უძღვება; თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული მოქმედი ბუღალტერ-ფინანსისტი - ჯილდა ხაჩიძე! 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით!

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას დამსაქმებელთან!
ინტელექტ ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ, თუ უცხოურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შესაბამისად, ინტელექტ ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციებისგან სტაჟიორის ან კადრის მოთხოვნისთანავე მოხდება ჩვენი კურსდამთავრებულების მონაცემების გაგზავნა.

გაითვალისწინეთ: "ინტელექტ ცენტრი" 16 წლის სასწავლო ცენტრია!

ჩვენი კურსდამთავრებულები არიან, როგორც ფიზიკური პირები, ისე ადგილობრივი, თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კადრები! (იხილეთ ბმული: http://intelc.ge/IntellectCenter/index.php?cat_id=44&lang=geo)

გახსოვდეთ, დიდი წარმატება სწორი არჩევანით იწყება.

"ინტელექტ ცენტრში" ყველა პირობაა შექმნილი თქვენთვის ხარისხიანი ცოდნის მისაღებად.

თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, რომ ენდოთ ჩვენს 16 წლიან გამოცდილებას!

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით:

შპს "ინტელექტ ცენტრი"
მის: დავით აღმაშენებელის გამზ. N154,
ბიზნეს ცენტრი "მწვანე ოფისი"
მე-4 სართული, ოფისი № 6
ტელ: 2 927218, 570 107548, 593 614552, 595050154 - სასწავლო ცენტრის ადმინისტრაცია.
ვებ გვერდი: http://www.intelc.ge
ელ-ფოსტა: infointelc@gmail.com
Facebook: http://www.facebook.com/pages/ინტელექტ-ცენტრი/550181635087607?fref=ts
"რანჩო" იხ: http://www.facebook.com/media/set/?set=a.653289834776786.1073741838.550181635087607&type=1



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru