www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური სესხების ოფიცერი - ჰარდი
მომწოდებელი: ლენდო
თანდართული ფაილი: lendo-app-form.zip
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 25 მარტი

"ლენდო" სწრაფად მზარდი ევროპული ორგანიზაციაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საფინანსო მომსახურებას. "ლენდო" გამოირჩევა სანდოობის მაღალი ხარისხით, პროფესიონალიზმით და სწრაფი ფინანსური ოპერაციებით. ჩვენი მიზანია შევქმნათ მაღალხარისხიანი ფინანსური მომსახურების სტანდარტი. "ლენდოს" უკვე 40-ზე მეტი სერვისცენტრი აქვს საქართველოს მასშტაბით.

"ლენდო" სანდო დამსაქმებელია, რომელიც ზრუნავს თანამშრომელთა კეთილდღეობაზე, პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე. ჩვენ გთავაზობთ მუშაობას პროფესიონალთა გარემოში, სადაც დაფასებულია თითოეული თანამშრომლის წვლილი, სადაც სწრაფი პროფესიული ზრდა - რეალობაა, სადაც გუნდური მუშაობის პრინციპი - ორგანიზაციის მამოძრავებელი ძალაა, ხოლო ინოვაციური იდეები, ინიციატივები და ენთუზიაზმი - კომპანიის ძირითადი პრინციპებია!

"ლენდო" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების ოფიცრის ("ჰარდი") პოზიციაზე.

ანაზღაურება: 300 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.

სამუშაოს აღწერა:

** დავალიანების მქონე მსესხებლებთან კომუნიკაციის დამყარება და მოლაპარაკების წარმართვა ვალდებულებების განულების ან/და გადახდის გადანაწილების (რესტრუქტურიზაციის) მიზნით;
** ვადაგადაცილებული/პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
** მსესხებელთა გადახდების ყოველდღიური მონიტორინგი;
** მისამართებზე ვიზიტი;
** საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ანგარიშის წარმოება;
** ხელმძღვანელის მიერ გაცემული დამატებითი დავალებების შესრულება (კომპეტენციის ფარგლებში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭება პრობლემურ სესხებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში და სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აქტიურობა და სისხარტე;
** პასუხისმგებლობა.

თუ ხართ აქტიური და გსურთ გახდეთ მეგობრული, დინამიური გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი СV ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიბმული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr2@lendo.ge არაუგვიანეს 2017 წლის 25 მარტისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ "ჰარდი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru