www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 17 აპრილი

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა.
ანაზღაურება: 500-დან 1,000 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.

მოვალეობები:

** საწარმოო პროცესების ორგანიზება
** სამუშაო პროცესების უშუალო კონტროლი და თვალყურის დევნება
** სამუშაო პროცესების რაციონალიზაცია
** სამუშაო პროცესების მართვა დადგენილი პროცედურების მიხედვით
** წარმოების დაგეგმვა
** საწარმოო ტექნიკური დავალების გაცემა
** წარმოების პროცესისათვის აუცილებელი სასურსათო ნედლეულის, საჭიროების განსაზღვრა და მარაგების კონტროლი
** მოწოდებული ნედლეულის ხარისხის, პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიების, ნედლეულის ჩაშვების ნორმების კონტროლი
** სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია კვების ტექნოლოგიის განხრით)
** წარმოებისთვის აუცილებელი ნორმატიული და მეთოდური მასალების ცოდნა
** სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენის აუცილებელი ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.
** სასურველია არამწეველი.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: sandomi.tbilisi@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru