www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

მზარდი, განვითარებადი კომპანია შპს "ჯიბე" წარმოადგენს საქართველოში ნომერ პირველ "cash and carry" ფორმატის საბითუმო ჰიპერმარკეტების ქსელს. კომპანია 2010 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს ბაზრის მომარაგებას პირველადი მოხმარების პროდუქციით და მულტინაციონალური ბრენდებით. კომპანია უკვე ფლობს 12 ობიექტს საქართველოს მასშტაბით და უახლოეს მომავალში აპირებს ქსელის განვითარებას და გაფართოებას არამარტო თბილისში, ასევე რეგიონებშიც.

ვაკანსიის დასახელება: საწყობის თანამშრომელი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 31.03.2017
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ორხევი

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის დროულად მიღება, დათვლა, აღრიცხვა
** პროდუქციის ვადების კონტროლი
** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა
** საქონლის აღწერაში მონაწილეობის მიღება
** მომარაგების მანქანის დატვირთვა და მაღაზიების მომარაგება

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საშუალო განათლება

თანამდებობისთვის აუცილებელი კომპეტენციები:

** მოწესრიგებულობა
** გუნდურობა
** დეტალების მართვა
** რიცხვების ანალიზი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru