www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აგრო ბანკირი - გორი, ქუთაისი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
თანდართული ფაილი: basisbank-app.zip
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 31 მარტი

სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას აგრო ბანკირის თანამდებობაზე, გორის და ქუთაისის სერვისცენტრში.

მოვალეობები:

** პოტენციური აგრო კლიენტების მოძიება
** მომხმარებელთან ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა და განხორციელება
** კლიენტების მოთხოვნის იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება, მისი უპირატესობის ახსნა და პრეზენტაცია
** დავალებული გეგმის შესრულება
** არსებული კლიენტების მიერ საბანკო პროდუქტების გამოყენების ოდენობისა და ინტენსიობის ზრდის უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია - ეკონომიკა, ბიზნეს ადმინისტრირება)
** საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** კლიენტთა მომსახურების უნარების სიღრმისეულად ფლობა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** პასუხისმგებლობის აღების უნარი და მზადყოფნა
** გუნდში მუშაობის უნარი
** ქართული და რუსული ენების ფლობა (სასურველია ინგლისური)

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV/სააპლიკაციო ფორმა და ფოტოსურათი (3X4) შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 31 მარტი.

გთხოვთ, სათაურის ზოლში მიუთითოთ პოზიციის შესაბამისი კოდი და თქვენი გვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გორი - კოდი 1713
ქუთაისი - კოდი 1714

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru