www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - კიბერ-უსაფრთხოება, კომპ. მოწყობილობის უსაფრთხოება
მომწოდებელი: ნოუ-ჰაუ ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

"ნოუ-ჰაუ ტრენინგ ცენტრი" გთავაზობთ ტრენინგს - "კიბერ უსაფრთხოება - კომპიუტერული მოწყობილობის უსაფრთხოება"

პირადი თუ კორპორატიული ინფორმაციის დაცვა გარეშე პირებისაგან თანდათან რთულდება. ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივმა მომხმარებელმა არ იცის რამდენად წარმოადგენს კიბერჯაშუშობისა თუ კიბერკრიმინალის ინტერესის ობიექტს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ლეპტოპები, სმარტფონები, პლანშეტები თუ პერსონალური კომპიუტერები, მათი მობილურიობიდან და ჩვენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ხშირად უკავშირდებიან სხვადასხვა ნაცნობ თუ უცნობ კომპიუტერულ ქსელებს, კატასტროფულად იზრდება ჩვენი, როგორც პირადი, ასევე კორპორატიული ინფორმაციის გაჟონვის საფრთხე. გამიზნული შეტევების შემთხვევაში კი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ძალიან მარტივად შესაძლებელია არასასურველი პირების ხელში აღმოჩნდეს.

აღნიშნული ტრენინგის მიზანია მოხმარებელს გააცნოს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული კომპიუტერული მოწყობილობის დაცვის სხვადასხვა მეთოდების კომბინაცია, რაც შესაძლებელს გახდის მათში არსებული ინფორმაცია 99%-ით იყოს დაცული.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ მოდულებს:

1. ფაილებისა და დისკების ავტომატური და მანუალური შიფრაცია.

** როგორ დავშიფროთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია და როგორ გავხადოთ ნებისმიერი გარეშე პირისათვის ხელმიუწვდომელი.
** რა სახის შეტევებს შეიძლება ველოდოთ დისკის შიფრაციის გატეხვისათვის და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან.

2. ანტივირუსები და End-Point დაცვის ხელსაწყოები.

** უახლესი ანტივირუსული, მავნე კოდის საწინააღმდეგო და End-Point დაცვის ხელსაწყოები;
** მათი მუშაობის პრინციპები, როგორ მოვახდინოთ საუკეთესო პროდუქტის არჩევა და როგორ გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად.

3. ოპერაციული სისტემისა და პროგრამების დაცვის გაძლიერება.

როგორ გავაძლიეროთ სისტემისა და პროგრამების დაცვის ხელსაწყოები და როგორ მოვახდინოთ მათი მონიტორინგი.

4. ელექტრონული ფოსტის და მესინჯერების პრივატულობა, ანონიმურობა და დაცულობის მექანიზმები.

** ელექტრონული ფოსტისა და მესინჯერების სუსტი წერტილები და მათი აღმოფხვრის გზები.
** გზავნილების ავტომატური End-Point და PGP შიფრაცია. სხვადასხვა ალტერნატიული საშუალებები.

5. ანონიმური ინტერნეტ სერფინგი, ვებ მონაცემების დაცვა არასასურველი მონიტორინგისაგან.

და ბონუს თემა:

6. გავიგოთ ვინ გვითვალთვალებს!

** კიბერჯაშუშებისა და კიბერკრიმინალებისათვის განკუთვნილი ინფორმაციული ხაფანგი.
** როგორ შეიძლება ჩვენს ინფორმაციაზე მონადირე თავად გახდეს მსხვერპლი.

ტრენინგს გაუძღვება: ირაკლი ჯავახიშვილი, MSc

აშშ-ს საიდუმლო სამსახურის, გამოძიების ფედერალური ბიუროსა და საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის სერტიფიცირებული სპეციალისტი, კომპიუტერული სისტემების ექსპერტი.

ტრენინგის მსვლელობისას დიდი ყურადღება დაეთმობა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რაც მაქსიმალურად აღქმად და სახალისოს ხდის ტრენინგს.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაცია: 5 აპრილამდე, ელ-ფოსტით გამოგვიგზავნე შენი სახელი, გვარი, და წერილის სათაურში მიუთითეთ ტრენინგის დასახელება (კიბერ უსაფრთხოება-სამომხმარებლო მოწყობილობების დაცვა) მისამართზე: info@khtc.ge

ტრენინგი ჩატარდება: 8 აპრილს, შაბათს, 11:00 საათზე, გაგრძელდება 17:00 საათამდე შესვენებით და ლანჩით.

ტრენინგის ადგილი: რედისონ ბლუ ივერია, თბილისი

საფასური: 250 ლარი.

თანხის გადახდა: 6 აპრილამდე,
შემდეგი საბანკო რეკვიზიტების გამოყენებით:
სს "საქართველოს ბანკი" - BAGAGE22
მიმღები: შპს ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრი - ს/კ 400133967
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE73BG0000000518913800GEL

დეტალებზე კითხვებით:

მოგვწერეთ: info@khtc.ge
დაგვირეკეთ: 557 000 587
დაგვიმეგობრდით: http://facebook.com/khtc.ge

წარმატებებს გისურვებთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru