www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: დაგი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

"დაგი" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო პოზიციაზე არსებული მოვალეობები:

** პროექტების ხარჯთაღრიცხვის შედგენა.
** სამუშაოს შესრულების აქტების (ფორმა #2, ფარული სამუშაოების აქტები და სხვა შესაბამისი დოკუმენტაცია) მომზადება და დამკვეთისათვის წარდგენა;
** სამშენებლო გრაფიკების მომზადება და მათი კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში ნახაზების შედგენა;
** სამუშაოების შესრულების შესახებ პერიოდული დეტალური ანგარიშების მომზადება;
** პროექტის მასალათა რეესტრების მომზადება, კომპანიის შესყიდვის სამსახურისთვის წარდგენა, მოძიებული მასალების და შესაბამისი ალტერნატივების დამკვეთისათვის შეთანხმება
** საპროექტო დოკუმენტაციის (ხარჯთაღრიცხვა, ნახაზები) ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში შესაძლო გადაწყვეტილებებისა და ალტერნატივების მომზადება
** სამშენებლო ობიექტზე არსებული პერსონალისა და მიმდინარე სამუშაოების კონტროლი, შესაბამისი მითითებების მიცემა და წარმოქმნილ პრობლემებზე შესაძლო გადაწყვეტილებების მომზადება
** დამკვეთთან კომუნიკაცია პროექტის ფარგლებში წარმოშობილ სხვადასხვა თემატიკაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საინჟინრო-ტექნიკური განათლება
** სამშენებლო სფეროში მუშაობის მინიმუმ 7 წლიანი გამოცდილება
** სამშენებლო პროექტის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** მინიმუმ 2 ყოფილი დამქირავებლიდან შესაბამისი სარეკომენდაციო წერილი
** ინგლისური ენაზე თავისუფლად წერა და საუბარი
** Microsoft Excel, Microsoft Word, Microsoft Project და AutoCAD-ში თავისუფლად მუშაობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** ენერგიულობა
** შრომისმოყვარეობა
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი

საკონტაქტო ელფოსტა: office@dagi.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru