www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შესყიდვებისა და ლოჯისტიკის კოორდინატორი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 30 მარტი

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს შესყიდვებისა და ლოჯისტიკის კოორდინატორის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 74 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კლინიკის მასშტაბით სამედიცინო, სამეურნეო, ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა სახის შესყიდვების კოორდინირება, ანალიზი, ხარჯის აღრიცხვა და მონიტორინგი;
** კლინიკაში არსებული მარაგების (როგორც სამედიცინო, ისე სამეურნეო, ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა) აღრიცხვისა და განაწილების კონტროლი;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
** კრიზისული შემთხვევების ადექვატური მართვა და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა;
** კლინიკაში დასუფთავების სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი/მონიტორინგი;
** აღნიშნულ საკითხებზე და სხვა საჭირო თემებზე დადგენილ ვადებში ანგარიშგება უშუალო უფროსთან და სათავო ოფისთან;
** შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
** სასურველია შესყიდვების, ლოჯისტიკის ან სამეურნეო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
** პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** სავალდებულოა ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 მარტი, 2017

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/shesyidvebisa-da-lodjistikis-koordinatori-tbilisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru