www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუციის და გაყიდვების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: MCI Group
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 17 აპრილი

ბიზნეს-საკონსულტაციო და საინვესტიციო კომპანია "MCI Group" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის და გაყიდვების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** თვის გაყიდვების გეგმის შუშავება და გადანაწილება პრისელერების მიხედვით
** გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებების შემუშავება და ჩაშვება გაყიდვების თითოეული არხისათვის ინდივიდუალურად.
** შესასრულებელი გეგმების დაწესება და მათი შესრულების მონიტორინგი.
** დაქვემდებარებული კადრების მართვა, მათთვის მოტივაციის მეთოდების შემუშავება. კონტროლის მეთოდების შემუშავება.
** გაყიდვების არხების ეფექტურობის ასამაღლებლად მათი ყველა საჭირო ინსტრუმენტით აღჭურვა.
** გაყიდვების ამბიციური გეგმის დადგენა;
** გაყიდვების ეფექტიანი წარმოება;
** გაყიდვების მიდგომებისა და მეთოდების განვითარება.
** რეგულარული შეხვედრების ჩატარება გაყიდვებში არსებული გამოწვევების და მიმდინარე მდგომარეობის განხილვისთვის თავის გუნდში;
** დისტრიბუციის პროცესის მონიტორინგი ქსელში;
** ბაზრის მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი, მომხმარებლის უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი;
** პროდუქციის ფასების პოლიტიკის მართვა;
** პოტენციური სარეალიზაციო ობიექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დახარისხება, კატეგორიზაცია;
** გაყიდვების გუნდის მიერ ფინანსური ოპერაციების შეუფერხებელი წარმოების უზრუნველყოფა;
** დამოუკიდებლად გაყიდვების წარმართვის უნარი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების განხრით
** სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 2 წელი დისტრიბუციის სფეროში
** მკვეთრი მენეჯერული უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.zarnadze@mci.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru