www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საშვთა ბიუროს ინსპექტორი - ბათუმი
მომწოდებელი: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
თანდართული ფაილი: application form.zip
გამოქვეყნდა: 18 მარტი / განცხადების ვადა: 16 აპრილი

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - საშვთა ბიუროს ინსპექტორი .

ვაკანსიის რაოდენობა: 1
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი
სამუშაო გრაფიკი - სრული

ფუნქციები:

** ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საშვების დამზადებისა და გაცემის პროცესის გამართულად კანონმდებლობის, სტანდარტების, სახელმძღვანელოების და დებულებების შესაბამისად წარმართვა;
** ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საშვებთან დაკავშირებული შესაბამისი სახელმძღვანელოების, დებულებების, ინსტრუქციების და დოკუმენტების ახალი რედაქციით შენახვა;
** ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სარეჟიმო ტერიტორიაზე პირთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დასაშვები საშვების დამზადება და გაცემა;
** ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საშვების გაცემის პროცესში წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის გადამოწმება და დადგენილ წესებთან მათი შეუთავსებლობის შემთხვევაში დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის დროულად წარმოდგენის მოთხოვნა;
** ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საშვთა ბიუროში საშვების დამზადების, გაცემის და შეცვლის პროცესში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან კოორდინაციით მათი დაუყოვნებელი აღმოფხვრა და უფროსი ინსპექტორისა და საშვთა ბიუროს უფროსისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
** ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის მიერ გაცემული სხვადასხვა ტიპის საშვების ჟურნალების თუ ელექტრონული ბაზების დადგენილი წესითა და ფორმით წარმოება;
** ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის საშვთა ბიუროში საშვთა გაცემის პროცესთან დაკავშირებით დაინტერესებული პირებისათვის კონსულტაციების გაწევა;
** მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ხელმძღვანელობის მიერ მოთხოვნილი ფორმით ინფორმაციის მომზადება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული (შექმნილი, მიღებული, გაგზავნილი, გადამუშავებული და სხვა) ფიზიკური თუ ელექტრონული დოკუმენტების მოწესრიგებულად და ორგანიზებულად შენახვა;
** მიღებულ კორესპონდენციაზე და კომპანიის ხელმძღვანელობის დავალებებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** მოსამზადებელი დოკუმენტების შეთანხმება კანონმდებლობით, კომპანიის აქტებით ან ხელმძღვანელის დავალებით განსაზღვრულ საჭირო სუბიექტებთან;
** სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამისი სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
** მოქმედ კანონმდებლობაში და სტანდარტებში ცვლილებებისა და სიახლეების რეგულარული მონიტორინგი და მათი სამუშაო პროცესში დანერგვა;
** სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის;
** კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ინიცირება;
** საქმიანობის სფეროში არსებული ინოვაციების და საუკეთესო პრაქტიკის მოძიება და დანერგვა;
** სამუშაო პროცესისათვის საჭირო სახარჯი მასალებისა და ინვენტარის საჭირო ოდენობითა და კომპლექტაციით არსებობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
** გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, ამ უკანასკნელის მიერ განსაზღვრული სახით ანდა კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება;
** შესაბამის სფეროში მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი და ყაირათიანი გადანაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** საკუთარი აზრის ლაკონურად გამოხატვის და პოზიციის დაფიქსირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობებისა დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** ეფექტური მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომელთათვის გვერდში დგომის, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** კრეატიული აზროვნებისა და პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** შეზღუდულ ვადებში ეფექტური მუშაობის უნარი;
** პროექტების და ღონისძიებების ეფექტური მართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
** ცვლილებებთან შეგუების უნარი;

ტექნიკური უნარ-ჩვევები:

კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა:

** MS Word
** MS Excel
** MS PowerPoint
** Corel Draw
** Photoshop
** MS Outlook

მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ სააპლიკაციო ფორმა (იხ. მიმაგრებული ფაილი) ელ. ფოსტაზე: hr@airports.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიაზე განიხილება მხოლოდ ის კანდიდატურა, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს.

თქვენ მიერ CV-ს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს აღნიშნული მონაცემები მის კონსულტანტებს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!

შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება"
მის: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, თბილისი, 0158
ელ-ფოსტა: hr@airports.ge
ვებ-გვერდი: http://www.airports.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru