www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერიის კურსი + Oris, სტაჟირება - თბილისი, თელავი
მომწოდებელი: NB აკადემია
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 19 აპრილი

"NB" აკადემია გიწვევთ პრაქტიკული ბუღალტერიის შემსწავლელ კურსებზე.

კურსი შედგება სამი საფეხურისგან:

** პირველი საფეხური: ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით.
** მეორე საფეხური: კომპიუტერული ბუღალტერია Oris; Info; Superfin; 1C (არჩევით).
** მესამე საფეხური: სტაჟირება კომპანიაში. (რეალური საბუთების დამუშავება)

მსმენელებს საჩუქრად გადაეცემათ სასწავლო ლიტერატურა, თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოების ამოცანათა კრებულები!

კურსს უძღვება 10 წლიანი სტაჟის მქონე პრაქტიკოსი მთავარი ბუღალტერი მარიამ ბერიძე.

პირველი საფეხური- თეორია:

** საწარმოთა ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმები
** ანგარიშთა გეგმა
** სალაროსა და ბანკის ოპერაციები
** მარაგის აღრიცხვისა და თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდები.
** მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვა.
** ავანსებისა და უიმედო ვალების აღრიცხვა.
** უკან დაბრუნებული საქონლის აღრიცხვა. რეალიზაციის და დღგ-ს კორექტირება.
** ხელფასებისა და დივიდენდების აღრიცხვა.
** იჯარის აღრიცხვა.
** წარმოების პროცესის აღრიცხვა. პროდუქციის თვითღირებულების კალკულაცია
** შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა
** მატერიალური და არამატერიალური აქტივების აღრიცხვა
** კურსთა შორისი სხვაობების აღრიცხვა.
** ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
** დროებითი სხვაობების აღრიცხვა
** ბალანსის შედგენა

მეორე საფეხური: ORIS-ი; INFO; SUPERFIN -ბუღალტერიის შესწავლა (არჩევით):

** ახალი ორგანიზაცის შექმნა. ანალიზური პერიოდის დაყენება. სასტარტო ნაშთების დასმა.
** ორგანიზაციის ასლის აღება და გახსნა პაროლის დადება, მოხსნა.
** ანგარიშთა გეგმაში ახალი ანგარიშის დამატება და ქვეანგარიშების შექმნა.
** სასაქონლო ანგარიშების შექმნა, საწყობის დამატება.
** ორგანიზაციებთან მუშაობა, მათი დამატება ანგარიშთა გეგმაში (დებიტორ, კრედიტორები), ანგარიშვალდებული პირები, მათი ანგარიშების გახსნა.
** ხელფასის დარიცხვა და გაანგარიშება, სახელფასო უწყისების შედგენა და მათი ბეჭდვა.
** ძირითადი საშუალებების ბარათის შექმნა, მათი მიღება, ცვეთის დარიცხვა, სასტარტო ნაშთად დასმა, ჩამოწერა, აფასება, ჩამოფასება.
** მოგება-ზარალის ფორმირება.
** ბალანსის შედგენა, საცდელ ბალანში ანგარიშების დამატება, გადასახურ ანგარიშებში ანგარიშების დამატება.
** საოპერაციო პერიოდის დახურვა და გახსნა.

მესამე საფეხური: სტაჟირება კომპანიაში:

** სტაჟირებას გაივლით კონკრეტული ორგანიზაციების რეალური საბუთების მაგალითებზე, როგორიცაა მომსახურების, ვაჭრობა-იმპორტის ისე წარმოების სფერო.
** შეისწავლით შემდეგი დოკუმენტაციის დამუშავებას:
** სალაროს წიგნის წარმოება; სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები;
** ბანკის ამონაწერის დამუშავება,
** სასაქონლო ზედდებულების, ქვე- ზედნადებების (დისტრიბუციის სფერო) და ანგარიშ ფაქტურების შევსება ელექტრონულად RS.ge-ზე. სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშფაქტურების კორექტირება საქონლის უკანდაბუნების დროს.
** ხელფასის უწყისის შედგენა; მივლინების, შვებულებისა და დეკრეტულის გაანგარიშება.
** ყოველთვიური დეკლარაციების (დღგ, აქციზი, საშემოსავლოს და თვის განაცემთა ინფორმაციის დეკლარაციების შევსება- ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
** ძირითადი საშუალებების ცვეთის გაანგარიშება
** დროებითი სხვაობების განხილვა.
** ყოველწლიური დეკლარაციების (მოგების; ქონების, წლიური საშემოსავლოს) შევსება ჩაბარება ელექტრონულად RS.ge-ზე.
** კურსდამთავრებულები დამოუკიდებლად შეძლებენ: მთავარი ბუღალტრის, რიგითი ბუღალტრის, მოლარე-ოპერატორის საქმიანობას. დამოუკიდებლად შეძლებენ საწარმოში მომხდარი ფაქტების საფუძველზე, შესაბამისი პირველადი დოკუმენტების შედგენა-დამუშავებას, ფინანსური შედეგის გამოყვანას და საგადასახადო ელექტრონულ დეკლარირებას RS.ge-ზე

მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით, დილის შუადღისა და საღამოს ჯგუფებში!

სრული კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე (40 ლექცია). მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლიობა - 1 სთ.
სრული კურსის ღირებულება: (3 თვე) 2-5 კაციან ჯგუფებში - 500 ლარი; ინდივიდუალურად - 750 ლარი.
თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.

შესაძლებელია თითოეული საფეხურის ცალკე გავლაც:

თეორიული ნაწილი: (15 გაკვეთილი) ღირებულება: ჯგუფში 200 ლარი. ინდივიდუალურად-250 ლარი
ORIS; INFO; (10 გაკვეთილი) ღირებულება: ჯგუფში 80 ლარი. ინდივიდუალურად-100 ლარი
სტაჟირება: (15 გაკვეთილი) ღირებულება: ჯგუფში 150 ლარი. ინდივიდუალურად-250 ლარი

კურსის ბოლოს ჩატარდება ტესტირება, რის შემდეგაც გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

მისამართი: თბილისი, თავისუფლების მოედანი, სულხან საბას ქ. 1/5, ეროვნული ბანკის გვერდით.
ტელეფონები: 272- 87 -87; 593 73 70 43;
ელფოსტა: info@nbacademy.ge
ვებ-გვერდი: http://www.nbacademy.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru