www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის ოფიცერი - ფოთი
მომწოდებელი: GeoCapital
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 19 აპრილი

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "GeoCapital"-ი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო მხარდაჭერის მქონე კომპანიაა და ყველაზე დიდი ამერიკული ინვესტიცია ქუთაისში (იმერეთის რეგიონში), ამერიკული მენეჯმენტით. ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მოქალაქეებს კონკურენტუნარიან განაკვეთებს, უმაღლესი დონის მომსახურებას და უფასო განათლებას ფინანსურ უნარებში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "GeoCapital"-ი აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის ოფიცრის პოზიციაზე ქ. ფოთში.

ძირითადი მოვალეობები:

** ვადაგადაცილებაში მყოფი (პრობლემური) მსესხებლების მიერ გატანილი თანხების დაბრუნების უზრუნველყოფა
** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის სისტემატური მონიტორინგი და ანალიზი
** პრობლემურ მსესხებლებთან მიმართებაში ღონისძიებების დაგეგმვა/ქმედებების განხორციელება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად
** პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობა, მ.შ. ვიზიტები
** პრობლემურ კლიენტებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება
** პრობლემური აქტივების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა/მომზადება/მოპოვება/ფაილინგი
** პრობლემური აქტივების მართვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინსტანციებთან ურთიერთობა
** ჩამორთმეული ავტომობილების ორგანიზაციის სადგომზე გადაყვანის უზრუნველყოფა
** რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი იურიდიულ ან ეკონომიკურ სპეციალობებში
** მინ. 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ ან საკრედიტო ექსპერტის პოზიციაზე ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** ანალიტიკური აზროვნება
** მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტაცია
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი.
** მართვის მოწმობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე: jobs@geocapital.ge - ვაკანტური პოზიციის დასახელების და ქალაქის მითითებით.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru