www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: სარემონტო კომპანია Rooms
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

სამშენებლო-სარემონტო კომპანია "Rooms" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
ასაკი: 30-60 წლის

ფუნქცია-მოვალეობები:

** მშენებლობის (სარემონტო სამუშაოების) პროცესის დაგეგმვა მართვა და კონტროლი;
** სამუშაოს ხარისხის კონტროლი (მშენებლობა, რემონტი);
** პროექტის მიმართულებების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უშუალოდ განხორციელება;
** სამშენებლო სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების კონტროლი; ყოველდღიური მეთვალყურეობა, ქვე-კონტრაქტორების და პერსონალის ზედამხედველობა;
** გეგმების, ნახაზების და სხვა დოკუმენტაციის გადამოწმება;
** სამუშაოს და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა და მისი დადასტურება;
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა, საჭიროებისამებრ მოლაპარაკებების წარმოება, პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების აქტიურად მართვა;
** მის ობიექტზე დასაქმებული ოსტატებისა და მუშების უშუალო ხელმძღვანელობა;
** შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვების შედგენა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ, ან მონათესავე სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო-სარემონტო სფეროში;
** სამშენებლო- სარემონტო სისტემების კარგი ცოდნა;
** თანამედროვე სამშენებლო-სარემონტო მასალებისა და ტექნოლოგიების კარგად ცოდნა
** სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზრის ცოდნა (შემომტანები, ბაზები, ფასები)
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება შეთანხმებით

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთხსენებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2017 წლის 5 აპრილამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rooms.desi@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru