www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საკრედიტო ექსპერტის თანაშემწე - გორი
მომწოდებელი: მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 15 აპრილი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედიტ პლუს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის თანაშემწის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: გორი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
** არსებული პროდუქტების მაქსიმალურად ეფექტურად გაყიდვა და პრომოუშენი
** როგორც აგრო, ასევე მიკრო ბიზნესის მფლობელებთან ადგილზე ვიზიტი და პროდუქტების შეთავაზება
** ექსპერტისათვის დახმარების გაწევა საოფისე საქმიანობაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** სერვისზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს;
** განვითარების შესაძლებლობას მზარდ კომპანიაში;
** თავის გამოჩენის შემთხვევაში საკრედიტო ექსპერტად გადაყვანას

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ვაკანსიის დასახელებით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gori@creditplus.ge 15 აპრილამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საკრედიტო ექსპერტის თანაშემწე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru