www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა აცხადებს მიღებას ტურიზმის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე თბილისსა და ბათუმში.

რატომ ტურიზმის სკოლის სამაგისტრო პროგრამა?

ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) მონაცემებით, საშუალოდ ცხრიდან ერთი ადამიანი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული და ბოლო წლების განმავლობაში ამ კონკრეტულ ინდუსტრიაში 230 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილია შექმნილი. იგი შედგება მრავალი სეგმენტისგან და თითოეულს კარიერული წინსვლის შესძლებლობა აქვს, როგორც კერძო, ასევე, საჯარო სექტორში. პროგრამა აგებულია ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამების გათვალისწინებით და ორიენტირებულია ტურიზმის სფეროს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების ფორმირებაზე საქართველოში. პროგრამა იდეალური ნაზავია თეორიული, კვლევაზე დაფუძნებული და პრაქტიკული კომპონენტებისა. ხოლო სწავლებას ახორციელებენ საქართველოში არსებული წამყვანი დარგობრივი პროფესორები და ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული, წარმატებული პრაქტიკოსები. ჩვენი სასწავლო პროგრამა თავსებადია დასავლეთის უნივერსიტეტების პროგრამებთან. პროგრამის მიზანია ტურისტული ბიზნესის, სასტუმრო ინდუსტრიის და ტურისტული ორგანიზაციების საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვისა და ტურიზმის მიმართულებით თეორიულ, პრაქტიკულ და კვლევაზე დაფუძნებული ცოდნის მიცემა. სტუდენტს შეექმნება წარმატებული პროფესიული კარიერისათვის ხელსაყრელი პირობები.

კავკასიის უნივერსიტეტში ტურიზმის სამაგისტრო პროგრამით სწავლება 2015 წლიდან იწყება და ითვალისწინებს შედეგზე ორიენტირებული სწავლებას, თეორიული და პრაქტიკული საქმიანობების ოპტიმალური თანაფარდობით. აქცენტირებულია სასტუმროსა და სერვისის მენეჯმენტის მიმართულება. კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროებია როგორც საჯარო, ისე კერძო და სამეცნიერო-კვლევითი სექტორი.

კავკასიის უნივერსიტეტის კავშირები საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან და ტურიზმის სკოლის პარტნიორული ურთიერთობები შესაძლებლობას იძლევა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

მიღების წესი:

მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს:

ა) საერთო სამაგისტრო გამოცდა;
ბ) უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდა/გასაუბრება ტურიზმში.

პროგრამაზე მიღების აუცილებელ მოთხოვნად განსაზღვრულია ინგლისურ ენაში B2 დონის სერტიფიკატის წარმოდგენა ან შესაბამისი საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ნოტარიულად დამოწმებული ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის ასლი (უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. სამხედრო ბილეთი (ვაჟებისთვის);
4. 2 ფოტოსურათი (დისკზე ჩაწერილი).

გადასახადი და გადახდის პირობები:

პროგრამის მთლიანი ღირებულებაა 9 900 ლარი. 
სასწავლო პროცესი გრძელდება საშუალოდ 4 სემესტრის განმავლობაში.
სტუდენტები იხდიან მხოლოდ მოცემულ სემესტრში დარეგისტრირებული საგნების საფასურს.

სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

ბათუმში ტურიზმის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები ისარგებლებენ საუნივერსიტეტო გრანტით, რომელიც შეადგენს 3,500 ლარს, რაც დააკლდება საერთო ღირებულებას. ანუ ბათუმში სამაგისტრო პროგრამაზე წლიური გადასახადი იქნება 3200 ლარი. ამასთანავე, სახელმწიფო გაძლევთ შესაძლებლობას საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დაგროვილი ქულების საფუძველზე მოიპოვოთ გრანტი.

პროგრამის სტრუქტურა:

სამაგისტრო პროგრამა ტურიზმის მენეჯმენტში მოიცავს 120 ECTS კრედიტს, წელიწადში - 70 ECTS კრედიტს. შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამის ოპტიმალური ვადა შეადგენს 2 წელს.

თითო საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულ ადამიანებს დაესწრონ ლექციებს სამუშაო საათების შემდეგ. პროგრამა ითვალისწინებს კვლევით კომპონენტს 20 ECTS კრედიტის მოცულობით. პროგრამის შემადგენელი ნაწილია ასევე სავალდებულო საველე ან სამეწარმეო პრაქტიკის კომპონენტი.

მაგისტრატურის პროგრამის დასასრულებლად სტუდენტმა უნდა მოამზადოს და დაიცვას სამაგისტრო ნაშრომი.

საკონტაქტო პირი:

დიკო-ვარდო კოპალეიშვილი
ტურიზმის სკოლის აკადემიური პროგრამების დირექტორი
კავკასიის უნივერსიტეტი
თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. #10
მობ.: +995 599 904574
ელექტრონული ფოსტა: dkopaleishvili@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru