www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა მენეჯმენტში
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

კავკასიის ბიზნესის სკოლა აცხადებს რიგით მე-7 მიღებას მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაზე - მენეჯმენტში.

მეცნიერების მაგისტრის საგანმანათლებო პროგრამა არის დასავლურ ფასეულობებსა და ცოდნაზე დაყრდნობილი პროფესიული სამეცნიერო კურსი, რომლის ძირითადი მიზანია, სტუდენტს გაუღრმაოს დარგის თეორიული ცოდნა და დაიხვეწოს თეორიის პრაქტიკაში გამოყენების ეფექტური გზები.

მეცნიერების სამაგისტრო პროგრამაში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია კომპანიისა და მისი ცალკეული ფუნქციური არეების მართვის კონცეფციების გააზრებასა და შესწავლაზე, ამავდროულად მათ პრაქტიკაში გამოყენებაზე ისე, რომ დაცული იყოს სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები.
პროგრამის მიზნობრივი სეგმენტია ნებისმიერი სპეციალობის საბაკალავრო დონის ან მასთან გათანაბრებული დიპლომირებული სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია მოტივაცია დაეუფლოს მენეჯმენტის სპეციალობას და სიღრმისეულად შეისწავლოს ის პოლიტიკური, სოციოლოგიური თუ ეკონომიკური ასპექტები, რისი გათვალისწინებითაც უწევთ ოპერირება თანამედროვე ორგანიზაციებსა და კომპანიებს.

კავკასიის ბიზნესის სკოლის ლექტორებისა და პროფესორების აბსოლუტურ უმრავლესობას განათლება მიღებული აქვს აშშ-სა და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ბაზაზე, რაც მნიშვნელოვანი გარანტია თანამედროვე უმაღლესი განათლების მისაღებად.

მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა მენეჯმენტში არის თავიდან ბოლომდე მომხმარებელზე ორიენტირებული და მორგებული სამაგისტრო კურსი, რომელიც შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან:

** 5 საბაზისო საგანი
** 11 სპეციალობის საგანი
** თეზისი

პროგრამას აქვს შეუდარებელი შესაძლებლობა - 1 საგანი ისწავლება ჰარვარდის ბიზნესის სკოლასთან პარტნიორობით.

აკრედიტაცია: 1) საერთაშორისო: 2005 წელს კავკასიის ბიზნესის სკოლამ მიიღო CEEMAN-ის (Central and East European Management Development Association) აკრედიტაცია და დღემდე აქტიურად თანამშრომლობს ამ და სხვა ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. 2) ადგილობრივი: 2014 წლიდან მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა მენეჯმენტში აკრედიტირებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.

სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი
სწავლების ენა: ქართული (ლექციები წარიმართება ქართულად, სასწავლო მასალა მოწოდებულ იქნება ინგლისურად).

სწავლის საფასური: 9 900 ლარი (მთლიანი პროგრამა).
მოქნილი გადახდის სისტემა. სემესტრული გრაფიკი კრედიტების რაოდენობის მიხედვით (1 კრედიტი - 82.5 ლარი).

სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სამაგისტრო პროგრამების დეპარტამენტი, მე-7 სართული, ოთახი A23, კავკასიის ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი, ანა პოლიტკოვსკაიას 10, 0186 თბილისი, საქართველო
ელ-ფოსტა: CSBGraduate@cu.edu.ge
პაატა ბრეკაშვილი - ტელ.: (+995 32) 2 377777 (შიდა: 121), მობ.: 599 457040
ანი კასარელი - ტელ.: (+995 32) 2 377777 (შიდა: 128), მობ.: 577 033869



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru