www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტ-გამყიდველი, ბარმენი
მომწოდებელი: ღვინის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

ღვინის ბარი და მაღაზია "ღვინის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ბარმენისა და კონსულტანტის პოზიციაზე.

1. კონსულტანტი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** პროდუქციის თაროებზე განთავსება;
** თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება;
** ფასების იარლიყებისა და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
** გაყიდული და შემოსული პროდუქციის აღრიცხვა;
** ანგარიშსწორების წარმოება;
** ბარის სტუმრების მომსახურება;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** ასაკი 20-დან 35-წლამდე;
** კომუნიკაბელური;
** თავაზიანი;
** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭებათ როგორც რუსული ისე ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს);
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;

2. ბარმენი

ძირითადი მოვალეობები:

** ალკოჰოლური სასმელების სტუმრებისათვის შეთავაზება და მომზადება;
** მენიუში არსებული სადეგუსტაციო სასმელისა და მზა საკვების მომზადება სერვირებისათვის
** ბარის მოწესრიგება
** ანგარიშსწორების წარმოება
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** ასაკი 20-დან 35-წლამდე;
** კომუნიკაბელური;
** თავაზიანი;
** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური;
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (პრიორიტეტი მიენიჭებათ როგორც რუსული ისე ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს)
** სასურველია მსგავს სფეროში სამუშაო გამოცდილების არსებობა;

სამუშაოს დაწყებამდე კანდიდატები გაივლიან შესაბამის ტრეინინგს.

ანაზღაურება: 400-დან 500 ლარამდე; კანდიდატის განათლებისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: winelabtbilisi@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru