www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამაგისტრო პროგრამა - ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტში.

პროგრამის სამუშაო ენა არის ქართული/ინგლისური.
რატომ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა?

თანამედროვე პროგრამა: პროგრამის თავისებურება გამოიხატება გარკვეული საკითხების განსაკუთრებით ფართოდ შესწავლაში, რომელთა შერჩევა მოხდა ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერებზე არსებული და მზარდი მოთხოვნების გათვალისწინებით როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო შრომით ბაზარზე.

ტექნიკური და მენეჯერული ცოდნისა და უნარ-ჩვევების კომბინაცია: თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტს მიიღოს დარგში ღრმა თეორიული ცოდნა და კარგად დაეუფლოს პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. პროგრამის თეორიული და პრაქტიკული კომპონენტების გააზრებული პროპორციულობა საფუძველს ქმნის კურსდამათავრებულმა უზრუნველყოს პერსპექტიული სპეციალისტის კარიერა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ.

მოქნილი სტრუქტურა: თითეული საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულ ადამიანებს დაესწრონ ლექციებს სამუშაო საათების შემდეგ. სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სემესტრში მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ოთხი საგანი.

მისაღები ფასი: ერთი კრედიტის ღირებულებაა 82.5 ლარი, პროგრამის მთლიანი ღორებულება - 9 900 ლარი. ამასთანავე სახელმწიფო გაძლევთ შესაძლებლობას საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დაგროვილი ქულების საფუძველზე მოიპოვოთ გრანტი. ამ შემთხვევაში გრანტის რაოდენობა აკლდება სწავლის საფასურს.

სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

მოქნილი გადახდის სისტემა: სტუდენტები იხდიან მხოლოდ მოცემულ სემესტრში დარეგისტრირებული საგნების საფასურს.
ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

პროგრამაზე მიღების წესები:

** საერთო სამაგისტრო გამოცდა;
** ტესტირება ინგლისურ ენაში და გასაუბრება

საჭირო საბუთები:

** შევსებული on-line აპლიკაცია;
** ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და ნიშნების ფურცელის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ;
** უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
** უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის).

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: http://www.cst.ge
საკონტაქტო პირი: ნათია სულაბერიძე - 2377 777 (შიდა 144)
nsulaberidze@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru