www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: MAF Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია მცხობელის (ხაჭაპური/კრუასანი/პურ-ფუნთუშეული) პოზიციაზე.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი ერთერთი ლიდერია საცალო გაყიდვების და გართობა-დასვენების სფეროში ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სწრაფმზარდ და სწრაფად განვითარებად კომპანიას, სადაც დასაქმებულია 33 000 თანამშრომელი. მაჯიდ ალ ფუტაიმ საცალო გაყიდვები მართავს კარფურის ჰიპერმარკეტებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სთავაზობს მომხმარებელს ფართო ასორტიმენტს, ხარისხიან პროდუქციას და საუკეთესო ფასებს. მაჯიდ ალ ფუტაიმ ჯგუფი, როგორც დამსაქმებელი, იღწვის დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვის და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. ჯგუფი ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების განვითარებას, ტრეინინგებს, წინსვლას და ცდილობს მოიპოვოს მათი ლოიალურობა.

მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (კარფური) გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მცხობელის (ხაჭაპური/კრუასანი/პურ-ფუნთუშეული) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახის პურ-ფუნთუშეულისა და გამომცხვარი პროდუქციის ყოველდღიურად მომზადება;
** პროდუქციის იერსახის, ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
** დახლების რეგულარულად შევსება;
** დაფასოებულ პროდუქციაზე საფასო იარლიყების კონტროლი;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი.

მოთხოვნები:

** სასურველია საცხობში მუშაობის გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება მსხვილ სავაჭრო ქსელში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, ენერგიულობა, შრომისმოყვარეობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მულტინაციონალურ გარემოში მუშაობის უნარი;
** მზადყოფნა იმუშაოს დატვირთული რეჟიმის პირობებში.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com არა უგვიანეს 2017 წლის 10 აპრილი.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მცხობელი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru