www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 20 აპრილი

კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა (პროგრამა იმყოფება აკრედიტაციის რეჟიმში)

კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა აცხადებს მიღებას კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე.

პროგრამის სამუშაო ენა არის ქართული.

რატომ ჩვენი სამაგისტრო პროგრამა?

თანამედროვე პროგრამა: პროგრამა აგებულია დასავლეთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გათვალისწინებით და ორიენტირებულია კლინიკური ფსიქოლოგიის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ფორმირებაზე ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის და სასამართლო და კრიმინოლოგიური ფსიქოლოგიის განხრით.

პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს გამოყენებადი ცოდნა და შეუქმნას წარმატებული პროფესიული კარიერისათვის ხელსაყრელი სასტარტო პირობები. კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს განათლების, ჯანდაცვის, სასამართლოს, სასჯელაღსრულების და პრობაციის სფეროში, ფსიქოდიაგნოსტად, ფსიქოკონსულტანტად, ფსიქოკორექტორად, სასამართლო ექსპერტად და ექსპერტ-ანალიტიკოსად; ასევე შეიძლება დასაქმდეს სოციალური მომსახურების რაიონულ და საქალაქო ცენტრებში.

რას შეისწავლით: პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან კლინიკური ფსიქოლოგიის კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს, კვლევის მეთოდებს, ფსიქოკონსულტირების, ფსიქოდიაგნოსტიკის, სასამართლო-საექსპერტო საქმიანობის და ფსიქოკორექციის შესახებ არსებულ თანამედროვე მიდგომებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტს გამოუმუშავდება კვალიფიციური ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევები, შეეძლება არსებული რეალობის სიღრმისეული ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება.

მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი: თქვენ გასწავლიან დარგის პროფესიონალები, მეცნიერები, მკვლევარები, ანალიტიკოსები, პრაქტიკოსი ფსიქოლოგები, რომლებსაც მოცემულ სფეროში ღრმა თეორიული ცოდნა და მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ.

მოქნილი სტრუქტურა: პროგრამის სტრუქტურა და საგნების სემესტრული განაწილება მაქსიმალურად არის მორგებული სტუდენტის ინტერესს. თითეული საგანი ისწავლება კვირაში ერთხელ, საღამოს საათებში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულ ადამიანებს ლექციებს სამუშაო საათების შემდეგ დაესწრონ.

მისაღები ფასი: ერთი კრედიტის ღირებულებაა 82.5 ლარი, პროგრამის მთლიანი ღირებულება - 9 900 ლარი. ამასთანავე სახელმწიფო გაძლევთ შესაძლებლობას საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დაგროვილი ქულების საფუძველზე მოიპოვოთ გრანტი. ამ შემთხვევაში გრანტის რაოდენობა აკლდება სწავლის საფასურს.

სწავლის დაფინანსება შესაძლებელია CU გრანტით. CU გრანტი ეს არის 50%-იანი დაფინანსება სამაგისტრო პროგრამის სრულ ღირებულებაზე, რომლის მოპოვება შესაძლებელია, თუ აპლიკანტი:

** არის ნებისმიერი უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული
** და აქვს ბაკალავრიატის ჯამური ქულათა საშუალო შეწონილი (GPA) 3,5 და მეტი.

მოქნილი გადახდის სისტემა: სტუდენტები იხდიან მხოლოდ მოცემულ სემესტრში დარეგისტრირებული საგნების საფასურს.
ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

პროგრამაზე მიღების წესები:

** საერთო სამაგისტრო გამოცდა;
** ტესტირება ინგლისურ ენაში და გასაუბრება

შენიშვნა: კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე მხოლოდ ის აპლიკანტები დაიშვებიან, რომლებსაც ფსიქოლოგის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი აქვთ.

საჭირო საბუთები:

** შევსებული on-line აპლიკაცია (მასთან ერთად სამოტივაციო წერილი, სადაც უნდა აღწეროთ თუ რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ პროგრამაზე სწავლა და როგორ დაგეხმარებათ იგი პროფესიულ ზრდაში, CV და ფოტოსურათი);
** ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და ნიშნების ფურცელის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ;
** უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;
** უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** სარეკომენდაციო წერილი;
** სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის).

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს: http://cu.edu.ge
საკონტაქტო პირი: დავით ნატროშვილი 2377 777 (შიდა 178)
dnatroshvili@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru