www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონკურსი საკონსულტაციო მომსახურების მიღების მსურველთათვის
მომწოდებელი: თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 3 აპრილი

შპს "თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი" III რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებში (IBRD/RDPIII/CS/SSS/02-01-2016) ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სექტორების (სასტუმრო მომსახურება, ინვენტარის გაქირავება, სატრანსპორტო და კვებითი მომსახურება, სუვენირების წარმოება და ა.შ.) მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისაგან აგრძელებს განაცხადების მიღებას უფასო ტექნიკური მხარდაჭერის მისაღებად.

პროექტი ითვალისწინებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მხარდაჭერას, რომლებსაც სურთ საკუთარი ბიზნესის მდგრადი განვითარება, ახალი კლიენტებისა და პარტნიორების მოძიება, ახალი პროდუქტების შექმნა და ბაზარზე დამკვიდრება, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ.

კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარები, რომლებიც ტურიზმის სექტორში არიან ჩართულნი ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას უფასოდ მიიღებენ 18 თვის განმავლობაში.

დაინტერესებულმა პირებმა განცხადება უნდა შემოიტანონ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #10, ოფისი 38, ან გამოგზავნონ ელ-ფოსტით: contact@tbtc.ge

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 236-98-66, 222-45-32

განცხადებები მიიღება 2017 წლის 3 აპრილის ჩათვლით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru