www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრისელერი, დისტრიბუტორი - ბათუმი
მომწოდებელი: ნიკორა 7
გამოქვეყნდა: 20 მარტი / განცხადების ვადა: 5 აპრილი

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 18 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

კომპანია "ნიკორა 7" აცხადებს ვაკანსიას აჭარის რეგიონში შემდეგ პოზიციებზე:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

1. პრისელერი (ბათუმი)

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** გარე ქსელის ობიექტებიდან შეკვეთების მიღება და სადისტრიბუციო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** გარე ქსელში შემოვლების წარმოება პროდუქციის განლაგების, შენახვის პირობებისა და ვადების გაკონტროლების მიზნით;
** გარე სქელის ობიექტებიდან შეკვეთების მიღება;
** ახალი მაღაზიების მოძიება;
** დისტრიბუციის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დისტრიბუტორად მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პრისელერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** არითმეტიკული ოპერირების უნარი;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** დარწმუნების უნარი;
** ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაბელურობა;
** მართვის მოწმობა B კატეგორია (C კატეგორია სასურველია)

2. დისტრიბუტორი (ბათუმი)

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა (B კატეგორია)
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2017 წლის 05 აპრილამდე გადმოაგზავნეთ სრულყოფილად შევსებული რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge

საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 595381218.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:

I - რეზიუმეების გადარჩევა;
II - ტესტირება;
III - გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru